RSS
на русском en in english
17.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საბედისწერო მოსახვევი

16.02.2010  |  09:51

5352.jpegვანკუვერის ოლიმპიადა ტრაგედიით დაიწყო. 21 წლის ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარითაშვილი ვარჯიშის დროს გადმოვარდა ტრასიდან და მეტალის კოლონას დაეჯახა. სპორტსმენი საავდმყოფოში გარდაიცვალა. ოლიმპიური კომიტეტის თქმით მისი სიკვდილის მიზეზი მართვის დაკარგვა იყო, მაგრამ ქართული მხარე აცხადებს, რომ ნოდარი გამოცდილი მოციგავე იყო. საქართველოს დელეგაცია გლოვის ნიშნად ოლიმპიადის დატოვების აზრსაც განიხილავდა, მაგრამ ნოდარის ხსოვნისათვის მაინც გადაწყვიტეს კანადაში დარჩენა. რაც შეეხევა საქართველოს გუნდის მოციგავეებს, ისინი აღარ მიიღებენ მონაწილეობას ტურნირში. ამგვარად, საქართველოს ისედაც მცირერიცხოვანი გუნდი 8-დან 6 ადამიანამდე შემცირდა.

ოლიმპიადისთვის აშენებული საციგაო ტრასა უილსტერში ნოდარ ქუმარიტაშვილისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. პირველი ვარჯიშის შემდეგ სპორსტმენმა მე-11 ადგილი დაიკავა და მეორე ცდაზე გამოსვლის გარანტიას იძლეოდა. თუმცა, 145 კილომეტრი საათი სიჩქარით მანევრის შესრულებისას, ნოდარ ქუმარიტაშვილი გადმოვარდა ტრასიდან და მეტალის ღობეს დაეჯახა, რის შემდეგაც მაშინვე დაკარგა გონება. ექიმები ამ სიტუაციაში უძლურნი აღმოჩნდნენ.

სპორტსმენის სიკვდილმა, თანაც ოლიმპიადის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, დიდი რეზონანსი გამოიწვია. ორგანიზატორებმა მთელი პასუხისმგებლობა გარდაცვლილს მოციგავეს დააკისრეს: თურმე, ქუმარიტაშვილი ძალიან გვიან გამოვიდა მოსახვევიდან და ვერ მოასწრო შემდეგისთვის მომზადება, რის შედეგადაც დაკარგა კონტროლი ციგაზე და შეეჯახა ტრასის კონსტრუქციას. ამასთანავე ექსპერტებმა გვერდი აუარეს იმ ფაქტს, რომ იმავე ტრასაზე დაშავდა კიდევ რამდენიმე სპორტსმენი, თანაც ქართველ მოციგავეზე ბევრად უფრო გამოცდილები. თუმცა, მოგვიანებით მაინც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სტარტი დაეშვათ 30 მეტრით, ხოლო ლითონის კონსტრუქცია, რომელსაც ნოდარი დაეჯახა, შემოღობეს.

როგორც აღმოჩნდა, უილსტერის ტრასა ახალი ოლიმპიური რეკორდებისთვის აშენდა. საქმე ისაა, რომ მაქსიმალური სიჩქარე ევროპისა და ამერიკის ტრასებზე აღწევს 137 კილომეტრს საათში. კანადის ტრასაზე კი ის 20 მეტრით მეტი იყო, სიმაღლეების ცვლა კი ყველაზე დიდია მსოფლიოში. ამიტომაც საუბარი იმაზე, რომ ქუმარიტაშვილი თავად იყო დამნშავე, სულ მცირე ცინიკური მაინც არის. სპორტსმენები კასკადიორები არ არიან, ამიტომაც საორგანიზაციო კომიტეტი უბრალოდ ვალდებულია ათლეტების უსაფრთხოება უზრუნველყოს სპორტის ყველა სახეობაში.

ასეა თუ ისე, მწუხარებისგან შეძრულმა ქართულმა დელეგაციამ თავიდანოლიმპიადის დატოვების გადაწყვეტილება მიიღი. „ჩვენ ყველანი შოკში ვართ და არ ვიცით, რა გავაკეთოთ",- აღიარა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჯაფარიძემ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100