RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

GE დომენი : შეზღუდულ ზონაში

16.02.2010  |  10:45

5353.jpegქართულმა ინტერნეტ პროვაიდერებმა დაითვალეს 8000 საიტი ქართული დომენით. ეს მხოლოდ 1000-ით მეტია ოთხი წლის წინანდელ მაჩვენებელზე და ძალიან მცირეა 4 მილიონიანი ქვეყნისათვის. როგორც ჩანს, ქართველი მოქალაქეები თავიანთი საიტების რეგისტრაციას სხვა ზონაში არჩევენ.

ქართული ინტერნეტი სასურველზე ბევრად ნელა იზრდება. მხოლოდ 8000 დომენი ქართულ ზონაში.

ბოლო 1000 საიტს ქართველები 4 წელი ქმნიდნენ. ასეთი დამუზრუჭების მიზეზი ახსნა Caucasus Online-ის წარმომადგენელმა ია ფერაძემ.

მისი აზრით, საქმე ისაა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამკაცრებულია კონტროლი დომენების მეორად რეალიზებაზე, რაც აფერხებს განვიტარებას.

რეგისტრატორის წესების მიხედვით, აკრძალულია ინტერნეტ-მისამართის ყიდვა გაყიდვის მიზნით. დომენის გადაცემა სხვა მფლობელისთვის მხოლოდ რეგისტრაციის ვადების ამოწურვის შემდეგ არის შესაძლებელი. თანაც მფლობელის შეცვლის პროცედურმა მხოლოდ Caucasus Online-ის ნებართვით ხდება. თავიდან იწერება უარი დომენზე, შემდეგ კი ხდება მისი ხელმეორედ გაყდვა.

ფერაძე აღნიშნავს, რომ დომენის ვაჭრობის დე-ფაქტო ბაზარი საქართველოში მაინც არსებობს. ეს ჩანს სხვადასხვა ფორუმებზე გაკეთებილ განცხხადებებში, ასევე საერთაშორისო აუქციონებზე, მაგრამ Caucasus Online-ის ოფიციალურ განცხადებებში საუბარია, რომ რეგისტრატორებს არ დაიფიქსირებიათ დომენის ხელახლა გაყიდვის ფაქტი მოგების მიღების მიზნით.

სამაგიეროდ დომენების ადგილობრივი ბაზრის „გაყინვამ" იქამდე მიიყვანა, რომ რეგისტრაციის ფასები იგივე დარჩა. პირველი დონის დომენის ყიდვა ქართულ ზონაში კვლავ 30 ლარი ღირს.

ამ წლიდან საქართველოში გაჩნდება დომენები ეროვნულ ენაზეც. ამის გადაწყვეილება მიიღეს ICANN-ს გეგმის მიღების შემდეგ - ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არეგულირებს დომენის სახელებთან დაკავშირებულ საკითხებს.

თუკი რუსეთში გადაწყვიტეს, რომ ახალი დომენი კირილცაზე იქნება «рф», საქართველოში ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ დომენიც სახელი. როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრმა ინგა თორდიამ განაცხადა, ამ საკითხზე მიმდინარეობს ინტერნეტ მომხმარებლების გამოკითხვა.

არავინ იცის წარმატებული იქნება თუ არა ქართული დომენები, რადგანაც ეს ზონა ჯერ კიდევ „ნაკლებად დასახლებულია". ამასთანავე საქართველოშო ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვა ძალიან სწრაფად იზრდება.

გასული წლის შემოდომაზე გამოჩნდა მონაცემები იმის შესახებ, რომ უკვე თითქმის მილიონი აბონენტია ჩართული ინტერნეტში. კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, 2007 წელს ინტერნეტით სარგებლობდა 521 000 ადამიანი, 2008ში - 903 000.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100