RSS
на русском en in english
16.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

განსაკუთრებული მოწვევა ქართველებისთვის

17.02.2010  |  09:47

5364.jpegევროკავშირი დაიღალა ქართულ ემიგრაციასთნ ბრძოლით და გადაწყვიტა მისი დაკანონება და დროებითი ჩარჩოებით შეზღუდვა. შემოდგომაზე, პოლონეთის საემიგრაციო ბანაკებში საპროტესტი აქციების შემდეგ საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას „პარტიონობა მობილურობისთვის". პროგრამის კონკრეტული პუნქტები დღეს განხილება თბილისში, სადაც ევროპელების დელეგაცია ჩავიდა.

საქართველოს ხელისუფლებას უხარია ხალხს აჩვენოს, რომ ევროპას უარი არ უთქვამს საქართველოს დახმარებაზე. პოლნეთიდან ემიგრანტების დეპორტაციის პარალელურად იწყება მუშაობა პროგრამაზე „პარტნიორობა მობილურობისთვის", რომელსაც საქართველომ და ევროკავშირმა ხელი ნოემბრის ბოლოს მოაწერეს.

დღეს ევროპელთა დელეგაცია განიხილავს პროგრამის რეალიზაციის გეგმას: კონკრეტულ ღონისძიებებს, უწყებებს სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებიც მისი აღსრულების პასუხისმგებლობას იკისრებენ.

ეს პროგრამა აპირებს ლეგალურ ჩარჩოებში ჩასვლას არაკონტროლირებადი მიგრაცია. ევროპელები გვთავაზობენ შეიცვალოს გადასახლება ქართველების ევროპაში დროებითი ყოფნით. ცირკულირებადი მიგრაცია საქართველოს მოქალაქეებს საშუალებასმისცემს 4-6 წელი იმუშაონ, ისწავლონ და გაიარონ ტრენინგები ევროპის ქვეყნებში, მაგრამ შემდეგ სახლში უნდა დაბრუნდნენ.

როგორც ქართველი ჩინოვნიკები უსვამენ ხაზს, ამ პროგრამაში პარტნიორობა მხარდამხარ მიყვება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპისკენ გზა გახსნილი იქნება, მაგრამ ემიგრანტები მუდმივად კონტროლის ქვეშ იქნებიან.

საქართველო ამაყობს იმით, რომ გახდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მეორე სახელმწიფო, რომელსაც ევროკავშირმა მსგავსი პროგრამა შესთავაზა.

პირველი 2008 წელს იყო მოდლოვეთი. როგორც მაშინ კიშინიოვში აცხადებდა საფრანგეთის წარმომადგენელი ჟან-კრისტოფ პუსელი, ემიგრაცია არის გამოწვევა, რომელიც საერთაშორისო დონეზე უნდა გადაწყდეს.

ევროპა ამ მხრივ ცდილობს საემიგრაციო პროცესების დარეგულირებას და მმუსავე ემიგრანტების კონტროლს, რათა დაიცვას საკუთარი მოქალაქეები კრიზისის დროს. ეს პროგრამა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლასაც უნდა დაეხმაროს.

ამასთანავე ევროკავშირიგამოუყოფს პარტიორ ქვეყანას სახსრებს საზღარგარეთ მომუშავეთა სოციალური დაცვისთვის, დოკუმენტების უსაფრთხოებისთვის და სასაზღვრე მართვისთვის.

მოგებლი დარჩება ორივე მხარე. მაგრამ წაადგებათ კი ეს ემიგრანტეს? მათ ხომ მხოლოდ მუსაობა კი არა, სამუდამოდ ევროპაში ცხოვრება სურთ. ამის უფლებას კი მათ არავინ ძლევს.

გასულ წელს ევროკავშირმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ არ სურს მიიღოს დევნილთა ნაკადი ღარიბი ქვეყნებიდან. ქართველები ცდილობდნენ იქ მოხვედრას პოლონეთიდან , რომელსაც დუბლინის შეთანხმების თანახმად სტუმართმოყვარეობის ტვირთი საკუთარ თავზე უნდა აეღო, მაგრამ ის არ ჩქარობდა ემიგრანტებისთვის დევნილების სტატუსის მინიჭებას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100