მთავარი | ანალიტიკა | აზრები | ვიდეო | არქივი |
- „პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 29.05.2013 17:15 თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი“. მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში“ დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს.
- არა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 29.05.2013 17:10 საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეაქციამ უახლოესი თანამებრძოლების –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე შიდაპარტიული ცხოვრების პერიპეტიების არმცოდნე ბევრი ადამიანი გააკვირვა. სააკაშვილმა არ დაიცვა მერაბიშვილი, რომელიც ბევრს პრეზიდენტის „მარჯვენა ხელი“ ეგონა. სინამდვილეში, დიდი ხანია, რაც მათ შორის უთანხმოებაა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მალე გაუგებრობა ნაცინალური მოძრაობის ლიდერებს შორის უფრო ღია ხასიათს მიიღებს, რაც, შესაძლოა, პარტიის დაიშალით დასრულდეს.
- რატომ იაფდება საქართველოში დოლარი? 29.05.2013 17:02 ბოლო კვირის მანძილზე ამერიკული ვალუტა საქართველოში საგრძნობლად გაიაფდა. რასთანაა დაკავშირებული დოლარის კურსის ვარდნა? არის თუ არა ეს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის რეალური მაჩვენებელი, თუ ეს, უბრალოდ, სურვილია, კურსის ხელოვნური ცვლილების ხარჯზე დემონსტრირება მოხდეს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება სტაბილიზირდება და უმჯობესდება კიდეც?
- ქართველი მუშების მშიერი ყოფა 29.05.2013 16:58 უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის მუშები არიან გაფიცულნი. თუმცა, შიმშილობის გამოცხადების მიუხედავად, საწარმოს ადმინისტრაცია შეუდრეკელია. იგი მიიჩნევს, რომ მუშებს ზურგს უცნობი ძალები უმაგრებენ, რომლებიც მათ არარეალურ და არაადეკვატურ მოთხოვნებს კარნახობენ. ადმინისტრაცია აპირებს, ვაკანტური ადგილების ესახებ გამოაცხადოს, მიიჩნევს რა, რომ ახალი თანამშრომლების აყვანა უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ძველი მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილება.
- საქართველო სტიქიას რაკეტებს დაუშენს 23.05.2013 13:25 ის იყო სახელმწიფომ კახელ გლეხებს 2012 წლის სეტყვით დაზიანებული მეურნეობებისთვის კომპენსაცია გადაუხადა, რაც ახალი უბედურება მოხდა. ამჯერადაც კახელებისთვის ესოდენ ”კარგად” ნაცნობმა სტიქიამ იჩინა თავი. მთავრობამ დაითვალა, რომ უფრო ხელსაყრელი ზომების წინასწარ მიღება და სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება იქნება, ვიდრე სტიქიის შედეგების განეიტრალება. მით უმეტეს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შემდეგ, ზოგი კახელი ძალიან უცნაურად მოიქცა და თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა. მაგალითად, ”მერსედესი” იყიდა.
- ვანო მერაბიშვილი დაკავებულია 23.05.2013 13:21 საქართველოში დაკავებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. იგი ქალაქ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობაში, დაკითხვის დასრულებისთანავე დააკავეს.
სააკაშვილი რთული გაზაფხულის მოლოდინშია
17.02.2010 | 23:31საქართველოს პრეზიდენტის გაკრიტიკებას კვლავ აგრძელებენ ქვეყნის შიგნით. თანაც ბრალდებები არასწორ კურსსა და ანტირუსულ პოლიტიკაში ისმის არა მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც. როგორ მოიქცევა შექმილ სიტუაციაში თავად მიხეილ სააკაშვილი?
საქართველოს ოპოზიცია ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისიდან ამბობს, რომ აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება. ერთი წლის შემდეგ ისინი კვლავ არ იცვლიან აზრს. გასულ კვირას საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია: „90-ან წლებში დაგროვილმა სერიოზულმა პრობლემებმა გზა გადაუჭრა იმ პოზიტიურ მომენტებს, რომლებიც მანამდე ორ მეგობრულ ერს აერთიანებდა - უფრო ზუსტად კი ეს არის კულტურული, სამეცნიერო, ეკონომიკური და ადამიანური ურთიერთობები. ამიტომაც აუცილებელია ყოველგვარი აგრესიული ტონის გარეშე დიალოგის დაწყება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს, სახელმწიფო ინტერესების გათავლისწინებით, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრობლემების მოგვარება".
ზოგიერთი ოპოზიციური ძალა საუბრიდან უკვე მოქმედებაზე გადავიდა. რუსული „ერთიანი რუსეთი" და ზურაბ ნოღაიდელის ქართული ოპოზიციური პარტია „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ხელს აწერენ თანამშრომლობის შეთანხმებას.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვთან დიალოგს ახლა ღიად უჭერს მხარს ირაკლი ალასანია. მისი თქმით, საქართველოს მომავალი აქვს მხოლოდ ევროპულ ოჯახში, მაგრამ იმავდროულად თბილისს მოუწევს უახლოეს მეზობელთან დიალოგის დამყარება. „ჩვენ დიდი რესურსები გვაქვს რუსეთში",- აღნიშნა ალასანიამ.
ქართული საზოგადოების განწყობზე უკვე ბევრი რამ ითქვა და არც ამაში მომხდარა რაიმე ცვლილება. უკანასკნელი გამოკითხვის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, 65 %, მხარს უჭერს ოპოზიციონერების კონტაქტს რუსეთის ხელისუფლებასთან.
მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა, რუსეთთან დიალოგის მზადყოფნა გამოცახდეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ფრიდონ თოდუამ ხაზი გაუსვა: „დღეს თუ არა, ხვალ მაინც აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან. რუსეთშიც ეს სურთ და პირველ ნაბიჯს ელიან ჩვენგან".
მიუხედავად ამისა, ყველაფერი არც ისე მარტივადაა. საეჭვოა სააკაშვილმა შეცვალოს აღებული ანტირუსული კურსი - ახლა ქართველ ლიდერს ორი უმთავრესი პრიორიტეტი გააჩნია: ევროინტეგრაცია და „დაკარგული" ტერიტორიების დაბრუნება. ხოლო რადგანაც ის სულაც არ აპირებს პოსტის დატოვებას 2013 წლამდე, ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირება ჯერ ჰორიზონტზე არ ჩანს. რამდენიმე დღის წინ ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობა საკმაოდ რთული ფენომენია, რომ საჭიროა მინიმუმ 3-5 წელი მის გასაუმჯობესებლად. ამასთანავე, მან მხარი დაუჭირა ნოღაიდელის ვიზიტებს მოსკოვში და გამოთქვა იმედი, რომ ფრიდონ თოდუას მსგავსი ხალხსი შეძლებს მოსკოვთან ურთიერთობების კონსტრუქციულ ფარგლებში მოქცევას.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info