RSS
на русском en in english
19.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მეგობრობაზე, გაგებაზე და სიყვარულზე - „ორ ხმაში“

17.02.2010  |  23:34

5374.jpegმოსკოვის კლუბში „კალინა ბარი" გაიმართა სიმღერის „ორი ხმა" პრეზენტაცია. ოლეგ გაზმანოვმა და ოსო პავლიაშვილა იმღერეს ქართველებისა და რუსეთის ერთ ფუძეზე, ამ ხალხის მეგობრობასა და საერთო რწმენაზე. ბევრმა სიმღერას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა - ის ქართულ-რუსული მეგორბობის ჰიმნი გახდება ან ეროვნულის სტატუსს შეიძენსო. ქართველთა კავშირი რუსეთში, რომელმაც განახორციელა ეს პროექტი, აპირებს ასევე კლიპის გადაღებას საქართველოსა და რუსეთში.

თავად სიმღერის პრეზენტაცია საზეიმო აღმოჩნდა და გამოძახილი ჰპოვა ორივე ერის ინტელიგენციისა და საზოგადო მოღვაწეების გულებში. ვერც პოლიტიკამ შეძლო ატმსფეროს გაფუჭება. საქმე ისაა, რომ პრეზენტაციამდე ცოტა ხნით ადრე ბორის გრიზლოვმა სიმღერის დისკი აჩუქა ზურაბ ნოღაიდელს. მას საქართველოში დიდად არ წყალობენ მოსკოვში ხშირი ვიზიტების გამო. ასე რომ ჯერ კიდევ სიმღერის პრეზენტაციამდე საქართველოს სახელისუფლებო მასმედიამ დაწერა, რომ ვარსკვლავები პოლიტიკას ემსახურებიან, თურმე, საბჭოთა დანატოვარს ოდაც კი მიუძღვნესო.

თუმცა პრეზენტაციამ დაამტკიცა, რომ მომღერლებიც და ორგანიზატორებიც მხოლოდ ერთ იდეას ემსახურებოდნენ - საქართველოსა და რუსეთს შორის უთანხმოება ისტორიას ეწინააღმდეგება, ეს ხალხის სურვილი არ არის. დიდია ვარაუდი იმისა, რომ დროთა განმავლობაში ეს სიმღერა ქართულ-რუსული მეგობრობის ჰიმნიც კი გახდეს. ნებისმიერ შემთხვევაში მუსიკოსებმა მოახერხეს ის, რაც ასობით პოლიტიკოსს არ გამოსდის - ქართველები და რუსები ისხდნენ ერთ მაგიდასთან და ღიღინებდნენ ორ მომღერალთან ერთად. სხვათა შორის, ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად სიმღერას ასრულებდნენ საბავშვო ანსამბლის „დომისოლის" მომღერლები - ქართველი და რუსი ბავშვები ერთხმად მრეროდნენ: „ჩვენი წინაპრები რამდენ ხანს მეგობრობდნენ"...

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100