RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ბარიკადებზე, კავკასიური ტელეარხის დასაცავად

18.02.2010  |  09:55

5379.jpeg„პირველ კავკასიურს", რომელსაც ფრანგული თანმგზავრის მშვეობით მაუწყებლობის შესაძლებლობა აღარ აქვს, ფრანგმა ლიბერალმა ჟურნალისტებმა დაუჭირეს მხარი. ისინი Eutelsat-ისგან ითხოვენ საქართველოსთან ხელშეკრულების გაგრძელებას, წმინდა კერპის „სიტყვის თავისუფლების" ხათრით. ხოლო მორე სალოცავ კერპ „ბაზრის თავისუფლებას" მსხვერპლად შესაწირად იმეტებენ.

ფრანგულმა გაზეთმა Libération, 76 ჟურნალისტის წერილი გამოაქვეყნა, რომლებიც აღშფოთებულები არიან „პირველი კავკასიური ტელეარხის" თანამგზავრიდან გათიშვის ფაქტით. თანამგზავრული კომპანიისადმი მიმართვაში აღწერილია, თუ რა მშვენიარია „ვლადიმერ პუტინის ცენზურისგან" თავისუფალი, რუსულენოვანი არხი.

„თავად ამ ქართული ტელეარხის გაენა - პოზტსაბჭოთა სივრცეში, წინ გადადგმული ნაბიჯია საინფორმაციო პლიურალიზმის სფეროში.",- Libération.-ში დაბეჭდილი პუბლიკაციის ციტირებას ახდენს InoPressa.ru, სხვათაშორის ამ გაზეთმა უკვე გამოიჩინა თავი „დამოუკიდებლობით", მაშინ როდესაც 2008 წლის აგვისტოში უარი განაცხდა სამხრეთ ოსეთში დაღუპულების სამძიმარი დაებეჭდა.

მიმართვის ავტორები Eutelsat საყვედურობენ, რომ ისინი არ ასრულებენ ტელეარხის, თანამგზავრი W7-ის საშუალებით ტრანსლირების ხელშეკრულებას. კომპანიის პოზიციის ასეთი მკვეთრი ცვლილება, დაემთხვა Eutelsat-სა და „ინტერსპუტნიკს" შორის კონტრაქტის ხელმოწერას, უკანასკნელი „გაზპრომის" მედიაპროდუქტის გავრცელებითაა დაკავებული. „სწორედ ეს დამთხევა იწვევს, მსუბუქად რომ შევაფასოთ, ჩვენს შეშფოთებას". კომპანიამ, ფრანგი ჟურნალისტების შეხედულებით, ყური ათხოვა რუსი დეპუტატების მოწოდებებს „გაენადგურდეს ტერორისტების ტელევიზია" და „გაზპრომის" შანტაჟს წამოეგო.

ამას მოყვება ფრანგულ რევოლუციურ სტილში დაწერილი დეკლარაცია „ჩვენ არ შეგვიძლია დავთმოთ, ჩვენ არ დავუშვებთ, ჩვენ მოვითხოვთ".

თანაც, თავად W7, ბაიკანური კოსმოდრომიდან რუსულმა რაკეტა „პროტონმა" გაუშვა ორბიტაზე. ასე რომ, სულაც არ არის გასაოცარი, თუ რუსეთის გაზის მონოპოლისტმა, უფრო მომგებიანი კომერციული პირობების მეშვეობით, ქართული ტელერხი W7-ზე, სიხშირის გარეშე დატოვა. საწინააღმდეგო იქნებოდა, უფრო უცნაური და დაუჯერებელი.

Eutelsat-მა ქართველებს, სხვა თანამგზავრი შესთავაზა W2А, რომლიდანაც სიგნალის მიღების პირობები პრაქტიკულად არ განსხვავდება უწინდელისგან. თბილისი გაჯიუტდა და სასამართლოში შეიტანა სარჩელი. პროცესი 26 თებერვალს დაიწყება და მარტის შუა რიცხვებისთვის დასრულდებას. „პირველი კავკასიურის" ფრანგ ადვოკატ ანრი დ,არმანიაკს გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება, იტყობინება ტელეარხის საიტი.

კამათის არსი იმაში მდგომარეობს, თუ კერძოდ როგორ იყო შედგენილი კონტრაქტი და აძლევდა თუ არა ის უფლებას თანამგზავრულ კომპანიას, უარი ეთქვა ტელეარხის ტრანსილიაციაზე, ორკვირიანი სატესტო მაუწყებლობის დასრულების შემდეგ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100