RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ვინც ნოღაიდელთან არის, ის ჩვენს წინააღმდეგაა

19.02.2010  |  10:01

5390.jpegუკვე მერამდენედ ცდილობს ოპოზიცია ლიდერების გაერთიანებას არჩევნებისთვის. ისე ჩანდა, თითქოს კომპრომისი უკვე მიღწეული იყო. ირაკლი ალასანიამ უარი თქვა თბილისის მერობისკენ ლტოლვაზე და გადაწყვიტა საოპოზიციო პრაიმერიზში მონაწილეობა. მან ზურაბ ნოღაიდელის პარტიასთანაც კი დაიწყო თანამშრომლობა. სამაგიერო „ახალმა მემარჯვნეებმა" და რესპუბლიკელებმა ექს-პრემიერს მტკიცე უარი უთხრეს. გახლეჩა გარდაუვალია?

საქართველოს ოპოზიცია ორ ჯგუფად დაიყო. ერთნი „დამკვირვებლები" არიან, რომლებიც არ აპირებენ მერობის არჩევნებში მონაწილეობას. მათ მიეკუთვნება ნინო ბურჯანაძის, გუბაზ სანიკიძისა და შალვა ნათელაშვილის პარტია.

„ჩვენ ვთვლით, რომ ადგილობრივი არჩევნები მნიშვნელოვანს ვერაფერს შეცვლის ქვეყანაში. იმისათვის, რომ გადარჩეს ქვეყანა აუცილებელია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება",- განაცხადა გუშინ დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელმა. ასე რომ ბურჯანაძე აქტიურად ემზადება აქციებისთვის.

ოპოზიციის მეორე ნაწილი დათანხმდა ხელისუფლების წესებიტ თამაშს. თუმცა მანამდე კონსერვატიული პარტია, სახალხო პარტია და „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" მხარს უჭერდნენ პრაიმერიზის ჩატარებას, ალიანსი საქართველოსთვის კი მხოლოდ ალასანიას მხარდაჭერას ლამობდა.

ახლა უკვე ყველა მზად არის ერთიანი კანდიდატის არჩევისთვის. ალასანიამ გვერდი აუარა პირად ამბიციებს.

„ალიანსის შიგნით არ ვაპირებთ კანდიდატების შეცვლას. ჩვენის მხრივ უსამართლო იქნებოდა, რომ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის სახით მხოლოდ ალასანია წარვადგინოთ. თუკი ვინმე სხვა შემოგვთავაზებს უკეთეს კანდიდატს, ჩვენ მზად ვართ დავთანხმდეთ. ყველაფერი კონსულტაციების შედეგად გადაწყდება",- განაცხადა რესპუბლიკელმა დავით უსუფაშვილმა.

უფრო მეტიც, ექსპერტები გააოცა და გაახარა ალასანია-გაჩეჩილაძის ერთსულოვნებამ. ისინი ოპოზიციის გაერთიანებას უჭერდნენ მხარს, თანაც, ჭორებს თუ დავუჯერებთ, ალასანია თავის კონკურენტს აძლევს ხმას.

თუმცა ამ საკმაოდ ჭკვიანური გეგმის განხორციელებისას დაბრკოლება შეიქმნა. „ალიანი საქართველოსთვის" პარტნიორის სახით მიუღებელი აღმოჩნდა ზურაბ ნოღაიდელი. მისდამი ნდობა ხალხმა დიდი ხნის წინ დაკარგა. მისი ახლანდელი ვიზიტები მოსკოვში კი ამომრჩევლებს არც ისე კარგად ესმით. პარტიების ნაწილი მას სამშობლოს მოღალატეს უწოდებს. ზოგიერთები იმასაც კი ამბობენ, რომ მას მოქალაქეების უმეტესობა აკრიტიკებს. სხვა გამოკვლევების მიხედვით კი ხალხი აფასებს მის მიღწევებს რუსეთთან დაკავშირებით.

მიუხედავად ამისა, ირაკლი ალასანიამ შესთავაზა სხვებს „ყველას მინუს ერთი" ფორმულა. ამას არ დათანხმდნენ კონსერვატორები და სახალხო პარტია, რომ არაფერი ვთქვათ თავად „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100