RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსული გემები სევასტოპოლში დარჩება?

22.02.2010  |  11:23

5398.jpegამ კვირაში მოსკოვსა და აფხაზეთს შორის სამხედრო შეთანხმების ხელმოწერამ მრავალი ჭორი წარმოშვა, რომელიც ეხებოდა 2017 წლის შემდეგ შავ ზღვაში ყირიმიდან გემების ოჩამჩირეს პორტში გადაყვანას. როგორც ცნობილია, უკრაინასთან შეთანხმების თანახმად სწორედ ამ დროს უნდა გაიყვანოს რუსეთმა თავისი ფლოტი სევასტოპოლიდან. დოკუმენტის მიხედვით კი, აფხაზეთის სანაპიროებზე უკვე ახლა პატრულირებენ რუსები. რამდენად რეალურია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რუსეთის გემების ბაზის ადგილის შეცვლა?

ოჩამჩირეში რუსული ფლოტის გამოჩენას მოსკოვი და სოხუმი ჯერ კდიევ ერთი წლის წინ განიხილავდნენ. მაშინ რუსეთის ერთ-ერთმა უცნობმა წყარომ თქვა, რომ აფხაზეთის ბაზა გამოყენებულიიქნება დივერსიისა და ტერაქტების საფრთხის წინააღმდეგ, საქართველოს ტერიტორიებიდან. „ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბაზა მთელი თავდაცვის სიტემით იქნება აღჭურვილი, როგორც წყალქვეშ, ისე - წყლის ზევით".

ოჩამჩირეს ბაზას თავიდან არ შექმნიან, უბრალოდ რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ძველს. ამისთვის გააღრმავებენ ფსკერს და აღადგენენ სანაპირო ინფრასტრუქტურას. სამუშაოები რამდენიმე წელზეა გათვლილი. საბოლოოდ იქ იქნება შავი ზღვის ფლოტის 20-მდე გემი განლაგებული.

ამ კვირას მოსკოვში ჩავიდა სერგეი ბაღაფში. დიმიტრი მედვედევთან ერთად მან მოაწერა ხელი სამხედრო სფეროში გაერთიანების შესახებ. დოკუმენტის მოქმედების ვადაა 49 წელი მისი ავტომატურად 15 წლიანი ვადებით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

ეს დოკუმენტი ბევრმა მასმედიის წარმომადგენელმა, მათ შორის ქართულებმაც, სწრაფადვე დაუკავშირეს რუსეთსა და უკრაინას შორის მოწერილი ხელშეკრულების ვადების ამოწურვას. ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, მაშინვე გამოეხმაურა ოფიციალური თბილისი. იქ თვლიან, რომ შავი ზღვის ფლოტის შესაძლო გადანაცვლება ოჩამჩირეში, საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებას.

თუმცა, მალევე ბაღაფშმა დაამშვიდა თბილისი, როდესაც განაცხადა, რომ ახლა არ განიხილება შავი ზღვის ფლოტის ყირიმიდან აფხაზეთში გადაყვანის საკითხი. „თქვენ ალბათ გაიგეთ ვიქტორ იანუკოვიჩის სიტყვებო. შეიძლება, 2017 წლის შემდეგ, გადავხედოთ მოლაპარაკებას. საქართველო უნდა დამშვიდდეს - ჩვენ ისედაც საკმაოდ ძლიერები ვართ შავი ზღვის ფლოტის გარეშეც",- თქვა ბაღაფშმა.

მართლაც, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინამ შეიძლება გააგრძელოს რუსეთთან მოლაპარაკება სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის განლაგების შესახებ. „ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენი ურთიერთობების მეგობრულ სტრატეგიულ ფორმატს,- აცხადებდა იანუკოვიჩი.- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ბევრ საკითხს გადავხედოთ. საკმაოდ ბევრი საკამათო თემა დაგროვდა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100