RSS
на русском en in english
20.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თბილისს ეუთოს დაბრუნება სურს

23.02.2010  |  19:07

5403.jpegამ დღეებში, საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ ყაზახეთის თავმჯდომარეობა ეუთოში წარმატებული იქნება, ხოლო ამ ორგანიზაციის მისია აღდგება საქართველოში. როგორც უკვე ცნობილია, წარსულში ორგანიზაციის მუდმივის საბჭოს სხდომებისას დამკვირვებლების მანდატის გაგრძელება, ვერ მოხერხდა და საბოლოო ჯამში ეუთოს დამკვირვებლებმა დატოვეს სამხრეთ კავკსაია. აქვს თუ არა რაიმე პერსპექტივა საქართველოს ამჟამინდელ წინადადებას?

ეუთოს დამკვირვებლები, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში უკვე დიდი ხანია აღარ არიან - 2009 წლის 1 იანვრინდან მისია დახურვის რეჟიმზე გადავიდა, ხოლო 30 ივნისიდან მან შეწყვიტა საკუთარი მუშაობა კავკასიაში, მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით. იმ მომენტისათვის თავმჯდომარედ მყოფმა საბერძნეთმა, რამოდენიმეჯერ სცადა ტექნიკური გარგძელების წინადადების დაყენება, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გათვალისწინების გარეშე. ხოლო მოსკოვი თავის მხრივ დაჟინებით მოითხოვდა სამხრეთ კავკასიაში წარმოქმნილი ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებას, აგვისტოში საქართველოს ჯარების ცხინვალზე შეტევის შემდეგ..

უფრო მეტიც, რუსული მხარე არაერთხელ გამოვიდა ორი დამოუკიდებელი მისიის შექმნის ინიციატივით საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, მაგრამ ეუთოში ამგვარ ნაბიჯზე არ წავიდნენ, ვინაიდან სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში სრულფასოვანი ოფისის განთავსება, რესპუბლიკის ნაწილობრივ აღიარებად მიიჩნიეს. ამგვარად, მეთვაყურეთა 17 წლიანი დასწრება საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, დასრულდა.

აგვისტოში, ეუთოს საქართველოს ოფისის გახსნის ინიციატივით გამოვიდა ორგანიზაციის თავმჯდომარე დორა ბაკოიანი, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა საქართველოში მეთვაყურეთა მუშაობის გაგრძელებას. თუმცა, ასეთი ვარიანტი არ მოეწონა სამხრეთ ოსურ მხარეს, რომლის აზრითაც, ეუთო ვერ შეინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს, თუ კი მას მხოლოდ საქართველოში ექნებოდა ოფისი. ახალი წინადადება, ცხინვალმა საკმაოდ მწვავედ აღიქვა. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების დარგში ბორის ჩოჩიევმა ეუთო გააფრთხილა, რომ ამ ინიციატივის რეალიზების შემთხვევაში, სერიოზულად დაზრალდება კავკასიაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებული ჟენევის მოლაპარაკებები და საზღვრისპირა ინციდენტების თავიდან აცილებისა და რეაგირების მექანიზმების განხილვის პროცესი.

ამას შედარებითი სიმშვიდე მოჰყვა, მაგრამ ოქტომბერში კავკასიაში ეუთოს დასწრების თემას კვლავ დაუბრუნდნენ. განცხადება იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია ყოველივე შესაძლებლს გააკეთებს საქართველოში დასაბრუნებლად, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გეორგის პაპანდერუსმა გააკეთა. „ძველებურად არსებობს გაყინული კონფლიქტები და ჩვენ არ გვაქვს მათი უყურადღებოდ დატოვების უფლება, - აღნიშნა მან. - აგვისტოს მოვლენებმა კიდევ უფრო მეტად გაამყარეს ეს პოზიცია. ადამიანებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს ამ კონფლიქტის რეზულტატები. სინამდვილეში კი მათ, სტაბილურობა და სიმშვიდე სჭირდებათ".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100