RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო ყელამდე ვალებშია

24.02.2010  |  08:33

5405.jpegსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ვალი გასულ წელს თითქმის მესამედით გაიზარდა. მარტისათვის მსოფლიო სავალუტო ფონდის საბჭომ უნდა გადაწყვიტოს საქართველოსთვის 150 მილიონი დოლარის გამოყოფის საკითხი. შექმნილ სიტუაციაში საქართველო აქტიურად ეძებს თავისი საქონლისთვის ბაზრებს, თუმცა სააკაშვილის გამო რუსეთთან გაწყვეტილი ურთიერთობები დიდი დარტყმას ატენებს ქვეყნის ფინანსურ სექტორს. უნებურად ჩნდება კითხვა: რამდენად დიდია უცხოელი დონორების თბილისისადმი ნდობის კრედიტი?

გასული კვირის ბოლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის საგარეო ვალი 30,8%-ით გაიზარდა და უკვე თითქმის 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. გაიზარდა საქართველოს ორმხრივივალებიც - 537-დან 553 მილიარდამდე, საიდანაც 118 მილიონი თბილისს მოსკოვის მართებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საგარეო ვალის დაგროვებაში გარკვეული ტენდენციები შეინიშნებოდა. თუკი 2008 წელს ის შეადგენდა 2,5 მილიარდ დოლარს, ერთი წლის შემდეგ ის ნახევარი მილიარდით გაიზარდა. ახლა საქართველოს დონორი ორგანიზაციების უკვე 3,5 მილიარდი მართებს. ამასთანავე ვალები მრავალმხრივი კრედიტორების, მსოფლიო ბანკების და მსოფლიო სავალუტო ფონდი, ასევე იზრდება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თბილისისთვის ვალის აღება არა მხოლოდ ჩვეულ პრაქტიკად იქცა, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში მთავარ როლსაც თამაშობს.

სხვათა შორის, ამ დღეებში მსოფლიო სავალუტო ფონდის მისიამ თავისი დასვნა გამოაქვეყნა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, რესპუბლიკამ დაძლია ეკონომიკური კრიზისის პირველი ტალღა. ექსპერტთა აზრით, ქვეყნის საბანკო სექტორი კვლავ მომგებიანი გახდა, თუმცა უცხოური ინვესტიციების გარეშე საქართველო კვლავ ვერ გაართმევს თავს სირთულეებს. ფონდის წარმომადგენლები თვლიან, რომ თბილისმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია ეკონომიკური პროგრამების რეალიზაციაში და ინვესტორთა ნდობა დაიბრუნა. უფრო მეტიც, წლის მეორე ნახევარში საქართველოში ეკონომიკური ზრდა ივარაუდება. სავალურო ფონდის მისიის ხელმძღვანელის ედუარდ გარდნერის აზრით, თუკი რესპუბლიკა მიყვება შემუშავებულ პროგრამას, ამ წელს საქართველოს მშპ შეიძლება 2 პროცენტით გაიზარდოს. ამასთანავე მან ქვეყნის ხელისუფლებას ურჩია საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება, რათა თავი აარიდონ პრობლემებს მომავალში, როდესაც ქვეყანა შეწყვეტს დახმარებების მიღებას საერთაშორისო დონორებისგან. თუმცა, ჯერჯერობით ადრეა საქართველოსთვის დაფინანსების შეწყვეტაზე საუბარი - მარტში სავალუტო ფონდი გეგმავს საქართველოსთვის 150 მილიონი დოლარის ოდენობის ტრანშის გამოყოფის საკითხის განხილვას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100