RSS
на русском en in english
24.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პატარკაციშვილის მომხრეებმა ომი გამოუცხადეს რეჟიმს

25.02.2010  |  10:23

5412.jpegსაქართველოში ახალი პარტია იქმნება „გამარჯვებისთვის", რომლი წევრებიც გარდაცვლილ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის თანამოაზრეები იქნებიან. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მაგრამ მისი წარმომადგენლები მოითხოვენ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ახალი პოლიტიკური მოძრაობის პირველ ინიციატივათა შორისაა - სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალის გახსნა. პარტიის პერსპექტივების შესახებ GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი ქართველ პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებს გაესაუბრა.

უკვე ცნობილია, რომ პარტიაში გაწევრიანებული იქნებიან ის ადვოკატები, რომლებმაც უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში ადვოკატების ასოციაციის არჩევნებში გაიმარჯვეს. პარტიის მომქედების პროგრამა ბადრი პატარკაციშვილის იდეებზეა დაფუძნებული, მისი პრეზენტაცია კი, თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ ჩატარდება. საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ადრე ბიზნესმენის თანამებრძოლები პარტია „ჩვენ საქართველოში" იყვნენ გაწევრიანებულები, რომელიც მან გარდაცვალებამდე ცოტახნით ადრე დააარსა, იტყობინება Lenta.ru.

როგორც ცნობილია, ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა 2008 წლის 12 თებერვალს. ლონდონთან ახლოს მდებარე საკუთარ ვილაში. მილიარდერის სიკვდილის მიზეზი, ექიმების დასკვნის მიხედვით, გულის იშემიური დაავადება გახდა. გარდაცვალებამდე რამოდენიმე თვით ადრე ბიზნესმენმა საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის აზრით, მილიარდერი სავარაუდოდ მოკლეს. „ არავინ არ იცის სინამდვილეში პატარკაციშვილის გარდაცვალების მიზეზი. ზოგიერთები თვლიან, რომ ის გულის შეტევით გარდაიცვალა, ზოგიც ფიქრობს, რომ ის მოკლეს. სავარაუდოდ, მეორე ვარიანტი უფრო ახლოსაა ჭეშმარიტებასთან. ვინაიდან მისი მიზნები და პერსპექტივები იმდენად რეალური იყო, რომ ის ხელისუფლებისთვის სახიფათოდ ჩათვალეს".- განაცხადა შევარდანაძემ, გასული წლის მაისში.

ახალი პოლიტიკური გაერთიანება „გამარჯვებისათვის" , ამჟამინდელი რეჟიმის რადიკალურ ოპოზიციაში ჩადგება. რაც შეეხება ახალი პარტიის პირველ ინიციატივას, სააკაშვილის რეჟიმის მსხვრეპლთა მემორიალის გახსნანს, მისი რეალიზებისთვის უკვე გამოცხადდა კონკურის საუკეთესო ესკიზზე, რომელიც 15 მარტამდე გაგრძელდება. „სააკაშვილის რეჟიმს 105 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილი, სანდრო გირგვლიანი და ზუარბ ვაზაგაშვილი".- აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

რა პერსპექტივები აქვს პარტიას და რა დგას პოლიტიკური გაერთიანების ხმამაღალი გაცხადებები უკან? ეს შეკითცხვა დაუსვა GeorgiaTimes-ის კორესპონდემტმა, ქართველ პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებს.

პეტრე მამრაძე, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ერთერთი ლიდერი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100