RSS
на русском en in english
13.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველ სტრატეგებს გაეროს იმედი აქვთ

26.02.2010  |  11:15

5423.jpegგაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დადებითად შეაფასა საქართველოს სტრატეგია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით. გაეროს ელჩის ალექსანდრე ლომაიას ტანახმად, ორგანიზაციის მხრიდან დოკუმენტის მწონება იმსთან არის დაკავშირებული, რომ სტრატეგიაში მკაფიოდ არის გაწერილი სახელმწიფოს ყველა მიზანი ითანამშროლოს „თავის" მოქალაქეებთან რესპუბლიკებში. თბილისში თვლიან, რომ უკვე ისახება გაეროს როლი ამ დოკუმენტის შესრულებაში. ხომ არ იჩქარეს ქართველმა სტრატეგებმა ასეთი დასკვნის გაკეთებისას?

როგორც ცნობილია საქართველოს მიერ შემუშავებულ სტრატეგიებში განხილულია მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხები. რეინტეგრაციის მინისტრის თემურ იაკობაშვილის თქმით, თბილისი აპირებს აქტური პოლიტიკის გატარებას, რათა ხალხს ჰქონდეს ნორმალური განათლების მიღების, ეკონომიკურ და კულტურულ პროექტებთან შეერთების საშუალება.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე ამბობს, რომ ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას მხოლოდ დიალოგის გზით აპირებს, ახალგაზრდა რესპუბლიკები დოკუმენტში მოხსენიებულია როგორც „მარიონეტული რეჟიმების" მიერ კონტროლირებადი „ოკუპირებული ტერიტორიები". საინტერესოა, ხომ?

მიუხედავად ამისა, პოლიტკორექტულობის უგულვებელყოფამ მაინც ფპოვა მოწონება ეუთოსა და გაეროში. ახლა უკვე, ლომაიას თქმით, საქართველოს აზრს გაგებით მოეკიდა გაერო. ელჩმა განაცხადა, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სტრატეგიას „ნამდვილი აღმოჩენა უწოდეს კონფლიქტების დარეგულირების სფეროში".

საქართველოში ასეთი მოწონება უკიდურესი ოპტიმიზმით მიიღეს. თუმცა, თუკი გავითვალისწინებთ გაეროს როლს ამ კონფლიქტის დარეგულირებაში, ჩნდება რამდნეიმე კითხვა. პირველ რიგში, მანდატის შეწყვეტის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ამ მისიის დამკვირვებლები საერთოდ აღარ არიან. თანაც, ეუთოსა და ევროკავშირის ფონზე გაეროს ჩინოვნიკები საკმაოდ მიუკერძოებლები ჩანდნენ, თუნდაც გავიხსენოთ პან გი მუნის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღოს აფხაზეთის თხოვნის შემდეგ და ამოიღო დოკუმენტებიდან ყველა მინიშნება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. ამასთან დაკავშირებით გაეროს მონაწილეობა ქართული სტრატეგიის განხორციელებაში საკმაოდ ბუნდოვანი ჩანს.

რა თქმა უნდა, ვაშინგტონს ყველანაირი წამახალისებელი სიტყვის თქმა შეეძლო საქართველოსთვის. სხვათა შორის, ამ დღეებში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა აიძულონ რუსეთი თავისი ვალდებულებების შესრულებაში. „არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება დაადოს ვეტო ნატოს გაფართოვებას და რომელიმე სახელმწიფოს აუკრძალოს ალიანსის წევრობა, თუკი ის ორგანიზაციის სტანდარტებს აკმაყოფილებს,- აცხადებდა კლინტონი.- ნატო-რუსეთის საბჭს ფარგლებში ამერიკა აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, ის ცდილობს დაარმუნს რუსეთი, რომ ნატოს გაფართოვება მის ეროვნულ ინტერესებს არ ემუქრება".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100