RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროკავშირი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ლოკალიზებას ახდენს

27.02.2010  |  09:46

5435.jpegევროკავშირი აგრძელებს „აღმოსავლეთის პარტნიორობაზე" მუშაობას. თავიდან ბრიუსელმა მონაწილე ქვეყნებს მისცა გარკვეული იმედები ევროკავშირში ინტერგაციისა, ახლა კი მას იმედი აქვს საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის დაახლოვების. რეგიონში ორგანიზავიის სპეცწარმომადგენლის პიტერ სემნების თქმით, ახალი შეთანხმების ხელმოწერა თბილისის, ერევნისთვის და ბაქოსთვის თავისუფალი ვაჭრობისა და ხალხის გადაადგილების საწინდარი იქნება.

როგორც ცნობილია, 2008 წლის დეკემბერში ევროკომისიის სხდომაზ მიიღეს „აღმოსავლეთის პარტნიორობის" ორგანიზაციის გეგმა, რომელიც შეიცავს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს და პლუს ექვს ყოფილ საბჭოთა ქვეყანას - აზერბაიჯანს, სომხეთს, ბელორუსიას, საქართველოს, მოლდოვეთს და უკრაინას.

თავიდან ვარაუდობდნენ, რომ „პარტნიორობა" ზემოთ ხსენებულ ექვსეულს ევროპის ეკონომიკაში ინტეგრაციის საშუალებას მისცემს. იგულისხმებოდა ისეთი ზომები, როგორებიცაა სავიზო რეჟიმის გაუქმება და თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა. მოგვუანებით დოკუმენტებში ამოტივტივდა ისეთი საინტერესო პუნქტი, როგორიცაა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის შექმნა რუსეთზე გვერდის ავლით. ალბათ, სწორედ ეს კომპონენტი იყო საბაზისო ევროკავშირის მიერ ამ პროექტის შემუშავებისას. ბუნებრივია, ბრიუსელი ამ პუნქტა „ენერგეტიკული უსაფრთხოებს" ნიღაბს აფარებდა და იმ ექვსეულს პირდებოდა 2013 წლამდე 600 მილიონი ევროს გამოყოფას.

მოსკოვში „პარტნიორობას" დაძაბულად მოეკიდნენ. რუსეთს, როგორც ენერგორესურსების უმსხვილეს ექსპორტერს, „აღმოსავლეთის პარტნიორობა" ამ სფეროში გავლენის დაკარგვით ემუქრება. თანაც არც მისი მეზობელი ქვეყნების მოქცევა ევროკავშირის გავლენის ქვეშ არის კარგი მომავალი.

ამასობაში, პარტნიორობას ოფიციალურ გაფორმებამდე პრობლემები გაუჩნდა. პირველ რიგში, არ იყო აზრის ერთობა პროგრამის წევრ ქვეყნებს შორის. აზერბაიჯანმა უარი თქვა ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან თანამშრომლობაზე. მეორე რიგში, თავად ევროპელი დიპლომატები აღნიშნავდნენ, რომ დოკუმენტი ვერ იქნება ისეთი მასშტაბური, როგრიც სურდათ რომ გამოსულიყო. საქმე ისაა, რომ როგორც ჩანს, რესპუბლიკები ძალიან მოიხიბლნენ ევროპაში უვიზოდ შესვლით და ახლავე ითხოვდნენ ამ პუნქტის შესრულებას. რა თქმა უნდა, ასეთი რამ ევროკავშირს არ აწყობს. ევროკავშირის ბევრი ქვეყანა იმის წინააღმდეგ გამოვიდა, რომ ექვს ქვეყანას საბოლოოდ დოკუმენტში ეწოდოს „ევროპული სახელმწიფოები", რადგანაც ასეთი ფორმულირება მათ გარკვეულწილად ევროკავშირის წევრობის იმედს მისცემს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100