RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

შევარდნაძე პასუხს აგებს გამსახურდიას სიკვდილზე

01.03.2010  |  09:30

5445.jpegსაქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის არასასიამოვნო ვერსია, სულ ახალ-ახალ მტკიცებულებებს იძენს. თებერვლის დასაწყისში, მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდანაძის წინააღმდეგ, მოწმეთა ზეპირი ჩვენებები ჩამოიტანა მოსკოვიდან კონსტანტინე გამსახურდიამ. კერძოდ , რომ ის იყო წინამორბედის განადგურების დამკვეთი. ხოლო გუშინ ყოფილი შეფის წინააღმდეგ, ჩვენება მისცა ექს-პრემიერმა თენგიზ სიგუამ. შევარდნაძე პარლამენტში გამოიძახეს.

ზვიად გასახურდია უკვე პოსტიდან გადაყენებული იყო, ემიგრაციაში ყოფნა და საქართველოს საკუთარი კონტროლის ქვეშ აყვანის მეორე მცდელობაც მოასწრო, როდესაც გარდაიცვალა. თვითმკვლელობის ოფიციალური ვერსიის საწინააღმდეგოდ, ქართულ საზოგადოებაში არსებობდა ეჭვი, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი - მოკლეს. ამ ვერსიას გამსახურდიას ნათესავებიც ეთანხმებიან.

უფროსმა შვილმა კონსტანტინემ, რომელმაც დახეული საპარლამენტო მანდატი აღიდგინა გამოძიების ჩატარების საშუალების მიღებისათვის, უკვე საკმარისი მტკიცებულებები შეაგროვა იმისათვის, რომ საჯაროდ განაცხადოს: მისი მამა მოკლეს. კონსტანტინე ზვიადის ძის მიერ გამოკითხული მოწმეები, როგორც სავარაუდო „დამკვეთზე", ედუარ შევარდნაძეზე მიუთითებენ.

ამ დღეებში ეს ბრალდება, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამაც წამოაყენა პარლამენტში. „მე მქონდა ზუსტი ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა იმ დროისათვის ზვიად გამსახურდია და მე ქვეყნის პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს შევთავაზე მისი დაკავება... მაგრამ მან მიპასუხა - „მე არ მჭირდება ცოცხალი ზვიად გამსახურდია". შესაძლოა, ეს არ იყო პირდაპირი დავალება, მაგრამ ეს - ირიბი დავალებაა".- განაცხადა გადამდგარმა პოლიტიკოსმა პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

ცოტა უფრო ადრე, ციტატა იმის შესახებ, რომ „ცოცხალი" გამსახურდია ახალ ხელისუფლებას არ სჭირდებოდა, ჟურნალისტებს აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემაც გაუმეორა.

სიგუა ამტკიცებს, რომ შევარდნაძის განცხადებას წინ უძღოდა სატელეფონო საუბარი მასა და რუსეთის ყოფილ პრეზიდენტ ბორის ელცინს შორის. მოწმის თქმით, ელცინმა მას საქართველოს ორ ნაწილად დაყოფა შესთავაზა - დასავლეთი და აღოსავლეთი. დასავლეთ ნაწილი გამსახურდიას უნდა ემართა, ხოლო აღმოსავლეთი - ედუარდ შევარდნაძეს. ეს ვარიანტი რაღათქმაუნდა არ აწყობდა ედუარდ ამბროსის ძეს. შემდეგ კი, ამას გამსახურდიას სიკვდილიც მოყვა.

მართალია, ექს-პრემიერს ისიც წამოსცდა, რომ 1993 წელს, როდესაც გამსახურდია ჩეჩნეთიდან დაბრუნდა, მას უკვე აღარ ეჭირა პრემიერ მინისტრის პოსტი და შესაბამისად აუცილებელ ინფორმაციას კი არ ფლობს, არამედ საკუთარ დასკვნებს აკეთებს, სხვადასხვა წყაროებიდან მიღბული ინფორმაციის გაანალიზების ხარჯზე.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100