RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილის მოხსენება და სიცილი

01.03.2010  |  09:32

5446.jpegმიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ პარლამენტის წინაშე წარსდგა ყოველწლიური მოხენებით. საქართველოს ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ევროინტეგრაციისკენ აღებული კურსი არ შეიცვლება. უფრო მეტიც, სააკაშვილმა პირობა დადო, რომ მოახდენს ქვეყნის ეკონომიკის ლიბერალიზებას და მაისში ადგილობრივი თვითმმათველობის საჩვენებელ არჩევნებს გამართავს. პარლამენტის წევრებმა კი პრეტენზიები გამოთქვეს, რომ პრეზიდენტი ქვეყნის რეალობას მოწყვეტილია.

სააკაშვილმა, რა თქმა უნდა, გვერდი არ აუარა რუსეთზე საუბარსაც. მისი აზრით, სწორედ რუსეთის ინტერვენციამ, მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა და საგაზაფხულო აქციებმა გახადა გასული წელი ასეთი რთული.

მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ, მიუხედავად მძიმე პირობებისა, საქართველოს ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირი რჩება მის მიერ გატარებული პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად. „ჩვენი მიზანია ცივილიზებული და დემოკრატიული ფასეულობების დაცვა, იქნება ეს ერაყში თუ ავღანეთში. ეს გზა არ იქნება მარტივი, მაგრამ ყველას გვემახსოვრება სად ვართ, საით მივდივართ და რა იყო ჩვენი წინაპრების ოცნება".

არადა საეჭვოა, წასულ ხალხს დადებითად შეაფასებინა ქვეყნის ახლანდელი სოციალურ-ეონომიკური სიტუაცია. უფრო მეტიც, ახლა საქართველოში მცხოვრებ ხალხსაც კი აღიზიანებს პრეზიდენტის იდეა-ფიქსი ჩრდილოატლანტიკაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ჩატარებული გამოკითხვების შედეგების მიხედვით მოსახლეობის დაახლოებით 42 პროცენტი ამართლებს პრეზიდენტის სურვილს ნატოში გაწევრიანებისას. იმავდროულად, შესვლის წინააღმდეგ გამოვიდა 55%. მიუხედავად საზოგადოების მსგავსი განწყობისა, სააკაშვილი კვლავ აქტიურად სთავაზობს საქართველოს დასავლელ პარტნიორებს. იანვრის ბოლოს ის გამოვიდა ინიციატივით, რომლის ტანახმადაც ამერიკა შეძკევს ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებას ნატოს ძალებისთვის. ალბათ, ასეთი დაპირებების გაცემისა პრეზიდენტი მხოლოდ საკუთარ სურვილებს ეყრდნობა და არ ითვალისწინებს არათუ წინაპრების, არამედ არც ახლანდელი მოქალაქეების აზრს. მაგრამ, დავუბრუნდეთ მოხსენებას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100