RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რეკომენდირებულია აღიარონ

01.03.2010  |  09:34

5447.jpegინგლისურ პრესაში გაჟღერდა აფხაზეთისა და სამრეთ ოსეთის აღიარების მოწოდება. ბრიტანელი კავკასიოლოგის პუბლიკაცია, რომელიც უკვე დიდი ხანია ლობირებს აფხაზეთის ინტერესებს, რუსეთის ეუთოსადმი გაჟღერებულ მოწოდებას დაემთხვა: სცნონ სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ახალი რეალიები. ჯერჯერობით ევროპის მხრიდან ამას არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. ამ საკითხს ჩაუღმავდნენ თუ იგნორიერბა გაუკეთეს?

თითქმია ყველა რუსულმა მედია საშუალებამ მოახდინა გავლენიან ბრიტანული გაზეთში The Guardian, გამოქვეყნებული პუბლიკაციის ციტირება. რომელმაც, როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, საქართველოსა და მის დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა, შეურიგდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორის ჯორჯ ჰიუიტის პუბლიკაციაში, ეგრეთ წოდებული „ოკუპირებული" ტერიტორიების ახალი ქართული სტრატეგიაც იყო განხილული. რომელიც ევროპელმა ექსპერტებმა უკვე მოიწონეს. ის გულისხმობს თბილისის მხრიდან, რუსეთის მიერ აღიარებული ორი რესპუბლიკის სტატუსის განხილვაზე დროებით უარის თქმას და სოხუმსა და ცხინვალთან ჰუმანიტარულ-ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობების დამყარებას. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ძალისმიერი ვარიანტი გამორიცხულია და არ განიხილება.

ჰიუიტი ამ სტრატეგიას, ქვიშის სასახლეების მშენებლობას ადარებს. „ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, საქართველოს სახელმწიფოებრივი სტრატეგიული კურსი, თეორიასა და პრაქტიკას შორის არსებულ სახიფათო უფსკრულზე მიუთითებს - დაახლოებით ისე, როგორც ეს 1936 წლის კონსტიტუაციაში იყო სტალინური ტერორის ფონზე". The Guardian,-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციის ციტირებას ახდენს „ინტერპრესა.რუ".

ავტორის აზრით, სტრატეგია მთავრი პრობლემის იგნორირებას ახდენს: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს არ სურთ უნიტარულ ქართულ სახლმწიფოში ინტეგრირება. „მათი პრიორიტეტია - დასავლეთთან პირდაპირი კონტაქტი და თავიანთი რესპუბლიკებიდან საკუთარი პასპორტებით გასვლის თავისუფლება. თუ კი დასავლეთი არ შეასრულებს ამ მოთხოვნებს, ამით მათი მტკიცე გადაწყვეტილება არ შესუსტდება, მაგრამ მოსკოვთან კავშირები კი, კიდევ უფრო მჭიდრო გახდება". - ნათქვამია სტატიაში.

ჰიუიტის ამ შენიშვნას, აფხაზი და ოსი ექსპერტების გამონათქვამებიც ამყარებენ, რომლებიც ამ დღეებში სომხეთში ჩატარებულ კონფერენციაზე, საქართველოს საზოგადო მოღვაწეებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობას ეძებდნენ.

„ჩვენ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობები გვსურს, მაგრამ ისინი თავიანთ სახლში და ჩვენ კი ჩვენსაში. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გამოედევნა ამ ქვეყნის შემადგენლობიდან. ჩვენ არ ვარსებობთ საქართველოს რუქაზე, ესეიგი ჩვენ მათ არ ვჭირდებით".- განუცხადა სააგენტო ARMENIA Today-ს სამხრეთ ოსმა პუბლიცისტმა თემურ ცხურპატმა.

1
 2 3 4
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100