RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

უნდა ველოდეთ თუ არა ალასანიას მოსკოვში?

01.03.2010  |  09:39

5449.jpegსაქართველოს ოპოზიცია, რომელიც რეგულარულად აკრიტიკებს მმოქმედ ხელისუფლებას, არაერთხელ აკეთებდა განცხადებას, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების აუცილებლობის შესახებ. გაუგებარი მიზეზების გამო, მოწოდებებს საქმე ვერ გასცდა. პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ მერცხლად მოგვევლინა ოპოზიციური „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც გასული წლის ბოლოდან რეგულარულად სტუმრობს მოსკოვს და უმაღლეს დონეზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. მიბაძავენ თუ არა მის მაგალითს სხვები? ჯერჯერობით დღის წესრიგშია კითხვა - გარისკავს თუ არა ერთერთი ყველაზე რეიტინგული ოპოზიციონერი, ირაკლი ალასანია - რუსეთში ჩასვლას.

ამ დღეებში პარტიის „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები"-ის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, ქართული დიასპორისგან მიიღო მიწვევა მოსკოვში.

ის, დისკუიურ კლუბ „გულახდილ საუბრებში" თანამემამულეებთან შეხვედრაზე მიიწვია რუსეთის ქართველთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ. თანაც მოწვევა საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელერხის „რუსთავი-2"-ის ეთერში გაჟღერდა.

„ჩვენ გვაინტერესებს ირაკლი ალასანიასთან შეხვედრა. ჩვენ გვსურს მისთვის კითხვების დასმა და მათზე პასუხების მოსმენა. არც ოპოზიციიას და არც საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს არ აქვთ მკაფიო პროგრამა. ჩვენის აზრით, ამგვარ პროგრამაზე მუშაობისას დაუშვებელია რუსეთის იგნორირება".- განაცხდა რუსეთის ქართველთა კავშირის თავკაცმა მიხეილ ხუბუტიამ „რუთავი-2"-ის ეთერით.

როგორც შეატყობინეს ჩვენს კორესპონდენტს „რუსეთის ქართველთა კავშირის" პრეს-ცენტრში, აღნიშნული ორგანიზაცია რეგულარულად ატარებს სოციოლოგიურ გამოკითხვებს ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შორის, იმის შესახებ, თუ საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლებიდან ვისთან სურთ მათ შეხვედრა და საუბარი.

გამოკვლევის რეზულტატებიდან გამომდინარე გაირკვა, რომ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის აზრი აინტერესებთ. მათი შეხედულებით, ის საქართველოს ოპოზიციის ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო ლიდერია.

თუმცა, გამოკითხვის შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს არამარტო ქართველ პოლიტიკოსებთან სურთ შეხვედრა, არამედ კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებთანაც. მათ შორის არიან, ისეთი სახელგანთქმული ადამიანები, როგორებიცაა: გია ყანჩელი, რევაზ გაბრიაძე, ზურაბ ყიფშიძე, თემურ ბაბლუანი და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ დისკუსიურ კლუბ „გულახდილ საუბარში" ადრე უკვე იყო სტუმრად სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსი, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი, საქართველოს ექს-პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. მოგვიანებით, დისკუსიებში მონაწილეობა მიიღო ქართული შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის ხელმძღვანელმა, ცნობილმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100