RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კამათი აფხაზურ ზეცაზე

01.03.2010  |  09:41

5450.jpegსაქართველო აპირებს, რუსეთს უჩივლოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (International Civil Aviation Organization). თბილისი აღშფოთებულია, მოსკოვსა და სოხუმს შორის საჰაერო მიმოსვლის ახლახანს ხელომწერილი შეთანმხების გამო. როგორც ცნობილია, ქართული მხარე აფზხაზეთს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, იმ დროს როდესაც აღიარებული რესპუბლიკა რუსეთთან ანვითარებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას. ვის მხარეს დაიჭერენ ICAO-ს ჩინოვნიკები?

2008 წლის აგვიტოს ტრაგიკულმა მოვლენებმა და მას მოყოლილმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებამ - რუსეთის მხრიდან, სამხრეთ კავკასიის რუქაზე ორი ახალი სახელმწიფოს აღმოცენება გამოიწვია. ჯერჯერობით იმ ქვეყნების სია, ვინც რუსეთთან ერთად აღიარა სოხუმისა და ცხინვალის უფლება სუვერენიტეტზე, მცირეა - ეს არის ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ. სხვა ყველა დანარჩენი, კვლავ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპით ხელმძღვანელობს. რაც შეეხება თავად თბილისს, საქართველოს დედაქალაქში, ჯერ კიდევ აგვისტოს აგრესიის დროიდან მოყოლებული, „დაკარგული ტერიტორიების" სასწრაფო დაბრუნებაზე აქვთ აღებული კურსი.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, საქართველოს მხრიდან აღშფოთებისა და უკმაყოფილების გრიგალს იწვევს. ამ ისტორიის ახალი ფაზის დასაწყისად იქცა, ამ ცოტა ხნის წინ გაფორმებული შეთანხმებ მოსკოვსა და სოხუმს შორის საჰაერო მიმოსვლაზე. დოკუმენტს ხელი მოაწერა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა იგორ ლევიტინმა და აფხაზეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსმა ანატოლი პანტელეევმა. მხარეებმა მოილაპარაკეს, თავთავიანთ ტერიტორიებზე - საჰაერო ხომალდების ფრენების განსახორციელებლად, სააერონავიგაციო, ტექნიკური და სააეროპორტო მოსახურების ჩათვლით, ყველა აუცილებელი პირობეა შექმნან.

ამასთან ერთად, ლევიტინმა და პანტელეევმა მოილაპარაკეს ერთობლივად იმოქმედონ საჰაერო ტრანსპორტის სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის სფეროში, საავიაციო უსაფრთხოების უზრუნვეყოფაში, საჰაერო ხომალდების საფრენი ვარგისიანობის შემოწმებაში და მათ სააერონავიგაციო მომსახურებაში, ასევე საავიაციო სპეციალისტების მოზადებისა და მომზადების დონის ერთიანი მოთხოვნების შემუშავების სფეროში, იტყობინება „კავკაზსკი უზელ".

სატრანსპორტო სფერო - ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა რუსეთისა და აფხაზეთის თანამშრომლობაში. ჯერ კიდევ შეთანხმების ხელოწერამდე, რუსეთის ელჩმა აფხაზეთში სემიონ გრიგორიევმა აღნიშნა, რომ რკინიგზის ინფრასტრუქტურის განვითარების დაჩქარება, საპორტო სიმძლავრეების მოდერნიზაცია და ზრდა და ასევე სოხუმის აეროპორტის მუშაობის განახლება - სატვირთო და სამგზავრო ნაკადის ოპტიმიზირების საშუალებას გააჩენს, ასევე მოახდენს საავტომობილო ტრანსპორტიდან მათ პერეორიენტირებას სარკინიგზო, საზღვაო და საავიაციო ტრანსპორტზე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100