RSS
на русском en in english
17.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

„ჯონ ჰოლი“ ბათუმამდე მიცურდა

03.03.2010  |  09:26

5470.jpegამერიკის სასაზღვრე დაცვის გემი „ჯონ ჰოლი" ბათუმის პორტში შევიდა საქართველოსთან ერთად შავ ზღვაზე წვრთნების ჩასატარებლად. მანევრების ფარგლებში საქართველო და ვაშინგტონი აპირებენ წყალში გადარჩენისა და მიგრაციის კონტროლის დახვეწას. სოხუმშიც უკვე განაცხადეს, რომ დიდი ყურადღებით მიადევნებენ თვლაყურს სწავლებებს.

ამერიკული გემების რეიდი ქართულ სანაპიროებთან ამ ბოლო დროს ჩვეული ამბავი გახდა საქართველოში. ჯერ კიდევ 2008 წლის 13 აგვისტოს ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ საქართველოში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ გემებს გააგზავნიდა. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა მაშინვე აიტაცა და განაცხადამ რომ ამერიკის ჰუმანიტარული დახმარება იმას ნიშნავს, რომ ამერიკას დაკავებული აქვს ქართული პორტები ჰუმანიტარული და სხვა მისიების შესასრულებლად.

მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, რომ ამერიკელი მეზღვაურების ვიზიტი რესპუბლიკის პორტებში არც ისე ერთმნიშვნელოვანია, როგორც ვაშინგტონში ამბპბენ. იმავე წლის ნოემბერში ბათუმში ჩავიდ აკრეისერი „ბარი". ყველა აღნიშნავდა რომ გემი მშვიდობიანი მიზნებისთვის იყო საჭირო. თუმცა სამი დღის შემდეგ ყველაფერმა გასაგები ფორმა შეიძინა. ეს თემურ იაკობაშვილის გულახდილობის წყალობით მოხდა. მან განაცხადამ რომ ამერიკის გემი რუსეთისთვის შემაკავებელი ფაქტორი იქნებოდა.

ჩნდება გრძნობა თითქოს საქართველო სასურველს ყოველთვის რეალობად ასაღებს. მაგალითად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის გემი შევიდა საქართველოს პორტში ქართული წყლებისა და საჰაერო საზღვრის დასაცავად 800 კილომეტრის რადიუსში. არ არის გასაკვირი, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ამერიკელებისთვის შემაკავებელი ფაქტორი შეიძლებიდა ყოფილიყო რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვა".

თუმცა ამერიკელებს საქართველოს პორტების მონახულებაზე უარი დღემდე არ უთქვამთ. თანაც, სააკაშვილმა ამერიკას შესთავაზა, რომ გამოეყენეინათ საქართველოს წყლები, როგორც პლაცდარმი ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის.

ამჯერად ბათუმში შევიდა გემი „ჯონ ჰოლი" წვრთნები ჩასატარებლად. აღსანიშნავია, რომ ამჯერადაც სხვადასხვაგვარად აფასებენ ვაშინგტონი და თბილისი ვიზიტს. იმ დროს, როდესაც ამერიკის წარმომადგენლები ამ მოვლენას მეგობრულ ხასიათს უკავშირებენ, ქართველი ძალოვნები მასში მორალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას ხედავენ.

რუსეთსა და აფხაზეთში დიდი დაძაბულობით ეკიდებიან მოსალოდნელ მანევრებს.

რუსეთმა აფხაზეთს მოუწოდა ფრთხლად მოკიდებოდნენ მსგავს ქმედებებს. „ამ ქვეყანასთან სამხედრო თანამშრომლობამ არ უნდა დანერგოს თავდასხმის პოტენცალი, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100