RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სომხები „ლარსი“-ის გახსნას ზეიმობენ

03.03.2010  |  09:28

5471.jpegდიდიხნის ლოდნის შემდეგ, როგორც იქნა შედგა საქართველო-რუსეთის საზღვარზე „ყაზბეგი" - „ზემო ლარისი" საკონტროლო გამშვები პუნქტის გახსნა. განსაკუთრებულ უპირატესობას მისი გახსნა, არც საქართველოს მოუტანს და არც რუსეთს. გამშვებ პუნქტზე არც რუსებზე გასცემენ ვიზებს და არც ქართველებზე, ხოლო მტრული ძალების შეღწევის რისკი კი, ორივე ქვეყნისათვის იზრდება. ამ შემთხევეაში მხოლოდ სასომხეთია კმაყოფილი და რუსეთში ტვირთგადაზიდვების დაჩქარებისაგან მოსალოდნელ მოგებას ითვლის.

ქართველმა მესაზღვრეებმა, თავის მხრივ გამშვები პუნქტი „ყაზბეგი" ჯერ კიდევ დილის შვიდ საათზე გახსნეს. თუმცა, შუადღემდე რუსეთის მხრიდან, საქართველოში არცერთი მანქანა არ შემოსულა. ამან ცოტა არ იყოს ააღელვა ქართველი ჩინოვნიკები. ნუთუ რუსეთმა პირობა დაარღვია და არ ახსნა ლუქი „ზემო ლარსს"?

თავად რუსეთშიც გაოცებული იყვნენ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე გამეფებული სიჩუმით. „ზემო ლარსის" გამშვები პუნქტის უფროსის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ნიკოლაი რუდინმა, მოუთმენელ ჟურნალისტებს აუხსნა „ სავარაუდოდ, ინფორმაციამ ჯერ ვერ მიაღწია ადამიანებამდე. ეს შესაძლოა იმასთანაც იყოს დაკავშირებული, რომ ვიზები მხოლოდ რუსეთის, შვეიცარიის და საქართველოს საელჩოებში გაიცემა (და არა რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საზღვარზე, რომლებსაც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღარ აქვთ )".

მოდერნიზებულ გამშვებ პუნქტზე 14 სგზაო ხაზია და კონტრაბანდის გასანადგურებელი სუპერთანამედროვე ტექნიკა. ზაფხულის პერიოდში ის მოსკოვის დროით, დილიდან 22 საათამდე იმუშავებს, ზამთრობით რამოდენიმე საათით ნაკლებს და შესვენებით არახელსაყრელი ამინდის შემთხვევაში.

„ყაზბეგი"-ს საკონტროლო გამშვები პუნქტის ქართული მხარე - რესტავრაციის შემდეგ, მხოლოდ შარშან გაიხსნა. ფული ამერიკელებმა ჩადეს, როგორც ჩანს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფი დარეგულრების იმედით.

თუმცა, ჯერჯერობით საზღვრის გახსნას შერიგების დღესასწაულს ვერ დავარქმევთ. ქართველებისა და რუსებისთვის საკონტროლო გამშვები პუნქტის გადაჭრა გართულებულია. განსაკუთრებული პრობლემების გარეშე „ზემო ლარსი"-„ყაზბეგის" გადალახვას მხოლოდ დსთ-ს ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ, რომლებთანაც რუსეთსა და საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვთ.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ჩრდილო ოსეთის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის ალექსანდრე სოლოდის თქმით, საზღვარი „გამჭვირვალე" იქნება აფხაზებისთვისაც და ოსებისთვისაც. თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე უარყო ეს ინფორმაცია. მინსტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დააზუსტა, რომ პუნქტი მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის იქნება გახსნილი, „რომელთა დოკუმენტაციაც, ქართული კანონმდებლობის შესატყვისი იქნება".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100