RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გაერო საქართველოზე პასუხისმგებელს ცვლის

03.03.2010  |  09:30

5472.jpegგაერომ, ორგანიზაციის გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა საქართველოში. ეს პოსტი ფინელმა დიპლომატმა ანტი ტურუნენმა დაიკავა, რომელსაც დასავლეთში ბრწყინვალე დიპლომატის რეპუტაცია აქვს. ნიუ-იორკში თვლიან, რომ მისი გამოცდილება და ცოდნა განსაკუთრებულად საქართველოს კრიზისის მოგვარების პერიოდში გამოვლინდა, მაშინ როცა ფინეთი ეუთოს თავმჯდომარე იყო, თავად ტურუნენი კი - ამ ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს ხელმძღვანელი. ახალ სპეცწარმომადგენელს, ყოველგვარი მომზადების გარეშე მოუწევს მუშაობის დაწყება - დღესვე გალში მორიგი შეხვედრა ტარდება, საზღვარზე ინციდენტების თავიდან აცილებისა და რეაგირების მქანიზმის ჩარჩოებში.

კავკასიაში, ამ პოსტზე დიპლომატ იოჰან ვერბეკეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, გაჩნდა გაეროს გენერალური მდივნის ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის აუცილებლობა.

მოღვაწობის პერიოდში ბელგიელი დიპლომატი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოსთან და აფხაზეთთან, თუმცა, მიუხედავად მისი ძალისხმევისა, ორგანიზაციის დამკვირვებელთა მისიის მანდატი რეგიონში არ იქნა გაგრძელებული. საერთაშორისო საზოგადოება არ დაეთანხმა მისიის ფორმატის შეცვლას, რაც აფხაზეთის სტატუსის ცვლილებით იყო ნაკარნახევი. რუსეთი ითხოვდა გაეროს ორი წარმომადგენლობის გახსნას - სოხუმში და თბილისში, თუმცა დასავლეთის თავლსაზრისით, რომელიც იგნორირებას უკეთებს სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ახალ რეალიებს, ასეთი ნაბიჯი გარკვეულ წილად აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარება იქნებოდა.

ამის და მიუხედავად, ვერბეკეს ერთერთი მნიშვნელოვანი მიღწევა აფხაზებსა და ქართველებს შორის პირდაპირი დილოგის ერთადერთი მოედნის შექმნაა - ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმი. როგორც ცნობილია, ამ შეხვედრებზე ის პირადად თავმჯდომარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების მსვლელობისა კონკრეტული რეზულტატების მიღწევა ვერ მოხერხდა, საქართველოსა და აფხაზეთის წარმომადგენლები, ახლა უკვე რეგულარულად იკრიბებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან.

ამიერიდან, პასუხისმგებლობა გაეროს წინაშე სამხრეთ კავკასიურ მეურნეობაზე ანტი ტურუნენს დაეკისრება. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ აგვისტოს ტრაგიკულ მოვლენებამდე ტურუნენმა, რომელსაც იმ მომენტში ეუთოს მმოქმედი თავმჯდომარის პოსტი ეკავა, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას რესპუბლიკის მშვიდობიანი მოსახლეობის შორის მსხვერპლს, დაუშვებელი და მიუღებელი უწოდა. ამასთან ერთად, ფინელმა დიპლომატმა წამოაყენა წინადადება ცხინვალში გაიზარდოს მისიის სამხედრო დამკვირვებლების რაოდენობა. თუმცა, სამხრეთ ოსური მხარე თვლის, რომ იმ გამოსვლაში ტურუნენმა გაცილებით უფრო დიდი ყურადღება დათმო ეუთოს ოფისის მანქანის დაცხრილვას, ვიდრე ადამიანების სიცოცხლეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100