RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გადაწყვიტეს, რომ „მისტრალი“ არ არის საშიში

04.03.2010  |  09:30

5482.jpegთბილისი შეეგუეა რუსეთსა და საფრანეთს შორის დადებულ შეთანხმებას ვერტმფრენის მზიდავის „მისტრალის" მიყიდვის თაობაზე. პროტესტი ვერაფერს გააკეთებს სიტუაციაში, როდესაც საქმე ეხება კომერციულ ინტერესებს და დასავლეთსა და ევრაზიის ტველაზე დიდი ქვეყანას შორის კავშირების გამყარებას.

დღეს ქართულმა დიასპორამ საფრანგეთში გაიმეორა თავისი დეკმებრის განცხადება, სადაც ის აკრიტიკებს პარიზის გეგმებს რუსეთთან თანამშრომლობის თაობაზე შეიარაღების სფეროში.

ფრანგი ქართველები მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი სარკოზისგან არ იმსახურებს ამხელა ნდობას. ისინი იხსენებენ მედვედევი-სარკოზის გეგმას, რომლის მიხედვითაც რუსეთის ჯარებმა უნდა გადაინაცვლონ 2008 წლის 8 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე. მათი აზრით, რუსეთი ამ შეთანხმებას არღვევს.

დიაპორა, რომლის სათავეშიც სალომე ზურაბიშვილის ძმა დგას, აცხადებს, რომ „მისტრალის" გაყიდვა არის ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ცდილობს მეზობელი ქვეყნების საბჭოთა ყაიდაზე გადაწყობას.

დაახლოებით ამგვარადვე შეაფასეს რუსულ-ფრანგული გარიგება ქართველმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა. თუმცა ამ ბოლო დროს მათი განცხადებების ტონი შეიცვალა და ისტერიულ პროტესტანტებს შორის საღი აზრის რეპლიკებიც გაისმა.

ამ დღეებში, როდესაც პარიზში მიმდინარეობდა სარკოზისა და მედვედევის შეხვედრა, თემურ იაკობაშვილმა აღიარა ქართველი დიპლომატების უძლურობა ამ პროცესში ჩარევის თაობაზე. მინისტრის თქმით, თბილისს მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვაზე შეუძლია ზრუნვა შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში. „ინტერესებშუ შედის: პირველი - საქართველოს უსწრაფესი ინტეგრაცია ნატოში, მეორე - თავდაცვის იარაღების შეძენის უფლება. ჩვენ უნდა მოგვეცეს თავდაცვის უფლება და არავის უნდა გაუკვირდეს ეს ფაქტი, თუკი რუსეთის იყიდის „მისტრალს",- განაცხადა მინისტრმა.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მინისტრმა გადაწყვიტა გარიგება საქართველოს სასარგებლოდ გამოიყენოს. შეიცვალა მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც. ადრე ის მკაცრად აკრიტიკებდა პარიზის უდარდელობას, განსაკუთრებით ჯავშანტექნიკის გაყიდვის საქმეებში. „ფრანგული ჯავშნების დახმარბით რუსეთი შეძლებს ნებისმიერი აღმოსავლეთ ვეროპული სახელმწიფოს დაპყრობას სულ რამდენიმე საათში",- თქვა მან.

ახლა კი სააკაშვილის იარაღის ყიდვას რუსეთის სისუსტედ მიიჩნევს. „საქართველოსთან ომამდე პუტინი აცხადება, რომ რუსული იარაღის რკინაც კი რუსეთში უნდა ყოფილიყო დამზადებული... ახლა კი ყველაფერი 180 გრადუსით შეცვალა და აღმოჩნდა, რომ ისინი დამოკიდებულები არიან ისრაელისა და საფრანგეთის იარაღზე...არ შეიძლება დიდი სახელმწიფო სხვა ქვეყნების მოწოდებაზე იყოს დამოკიდებული",- განაცხადა პრეზიდენტმა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100