RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რაში სჭირდება თბილისს ევროპის მტკიცე ხელი?

04.03.2010  |  09:32

5483.jpegამ კვირას, თბილისის წარმომადგენლებს საკმაოდ ბევრი შეხვედრა ჰქონდათ, თავიანთ ევროპელ კოლეგებთან. ის ის იყო დასრულდა პოლონეთისა და საქართველოს გარეპოლიტიკური უწყებების კონსულტაციები, რომ საქართველოში ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ჩამოვიდა. დღესვე ქვეყანას ევროკავშირის დელეგაცია მოინახულებს. რა არის გარეპოლიტიკურ ფრონტზე, სააკაშვილის რეჟიმის ამგვარი აქტივიზაციის მიზეზი?

როგორც უკვე წერდა GeorgiaTimes-ი, კვირის დასაწყისში საქართველომ პოლიტიკური კონსულტაციები ჩაატარა პოლონეთთან. დისკუსიები თბილისში შედგა და მასში მონაწილეობა ორივე ქვეყნის საგარეო უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს. პოლონეთის დელეგაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენეტიტესია და ტერიტორიული ერთიანობის საკითხებში. მხარეებმა ასევე ორმხრივი ურთიერთობებისა პერსპექტივები და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მრავალმხრივი თაბამშრომლობა განიხილეს.

პოლონელების გაცილების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ლატვიის სეიმის თავმჯდომარეს გუნდარას დაუდზეს შეხვდებიან, რომელიც საქართველოში სამდღიანი ვიზიტით ჩამოვა. სტუმრი - მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ მინისტრ ნიკოლოზ გილაურთან, რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილთან და ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან გეგმავს შეხვედრას.

დღესვე საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია ჩამოდის, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგელ ანხელ მორტინესი, რომელიც ასევე აპირებს მიხეილ სააკაშვილთან და თემურ იაკობაშვილთან შეხვედრას. უფრო მეტიც, მორტინესი სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის" და „ზემო ლარსის" მონახულებასაც გეგმავს.

უნებლიედ იბადება შეკითხვა: გარეპოლიტიკურ ფრონტზე, რა არის ქვეყნის ხელისუფლების ამგვარი აქტივიზაციის მიზეზი? ჯერ კიდევ გუშინ, ხომ აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტი თურქეთში გაფრინდა და მხოლოდ ათი დღის შემდეგ დაბრუნდებაო.

პირველ რიგში, არ არის გამორიცხული საქართველოს ლიდერი, მორტინესთან მოლაპარაკებებზე სერიოზულ იმედებს ამყარებდეს. საქმე იმაშია, რომ გასულ კვირას ევროკავშირის სპეცწარმომადგენელმა კავკასიაში პიტერ სემნებმა განახადება გააკეთა საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან, რესპუბლიკების ევროკავშირის შემდგენლობაში ასოცირებულ წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე. „მაგვარი შეთანხმების ხელმოწერა თბილისის, ერევნისა და ბაქოსათვის თავისუფალი ვაჭრობის და ადამიანების თავისუფალი გადაადგილების საშუალება იქნება".- აღნიშნა დიპლომატმა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100