RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დაძაბულობა საკონტროლო-გამშვები პუნქტის გამო

05.03.2010  |  09:05

5491.jpegაზერბაიჯანს არ მოეწონა, როდესაც საქართველომ გახსნა საზღვრები სომხური ტვირთის რუსეთში წასაღებად. ბაქოში დაიმუქრნენ, რომ მიიღებდნენ ზომებს, თუკი დერეფანს „ზემო ლარსიდან" გამოიყენებენ სამხედრო მიზნებით. თბილისი ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა.

საერთოდ რუსეთისა და საქართველოს საზღვარზე გამშვები პუნქტი გახსნეს სომხური ტვირთისთვის. საქართველოზე გამავალი დერეფნის გამოყენება იარაღის ან ჯარის გადაყვანის მიზნით არც არავის მოსვლია აზრად. ფორმალურად ქართულ-რუსული ურთიერთობები ხომ „შერიგების" პროცესშია.

და მაინც აზერბაიჯანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს არიგებდნენ, რომ არ გაეხსნა რუსეთთან საზღვარი, აღელდა.

თბილისმა უკვე დაამშვიდა ბაქო: სომხები ვერანაირი სამხედრო ტვირთის გადატანას ვერ მოახერხებენ საზღვარზეო. „მე მესმის ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგის მღელვარების, თუმცა მინდა განვაცხადო მთელი პასუხისმგებლობით, რომ ლარსზე არც ერთი ტყვია არ გადმოვა",- განაცხადა ვაშაძემ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინსტრმა ელმარ მამედიაროვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ადრეც გამოუთქვამს შეშფოთება საქართველოს გავლით სომხეთი სამხედრო ტვირთის შეტანის თაობაზე. ახლა კი ის ფხიზლად აპირებს თვალყურის დევნებას სატრანზიტო დერეფნისთვის. „ზემო ლარსი უკვე ორი დღეა გაიხსნა. თუკი ჩვენ მივიღებთ რაიმე ინფორმაციას რუსული იარაღის სომხეთში გადაზიდვის შესახებ, ჩვენ ამაზე რეაგირებას მოვახდენთ ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების ჩატარების შემდეგ",- განაცხადა მამედიაროვმა.

რით იმუქრება ბაქო? როგორც დიპლომატიური წყაროები აცხადებენ, მან შეიძლება გადახედოს საქართველოსთან გაფორმებულ ენერგეტიკულ კონტრაქტებს, არ დაუჭიროს საქართველოს მხარი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით და უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებების დაცვისას.

ეს ყველაფერი ბევრად უფრო სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს, ვიდრე ერევანთან სკანდალი. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასულ წელს საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა, რომ იღებს ზომხეთს როგორც მეგობარს და აზერბაიჯანს როგორც სტრატეგიულ პარტნიორს.

ამას გარდა, თბილისში საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა საზღვრის გახსნას, ასე რომ თუ საჭირო გახდება თბილისი სომხურ-რუსულ არტერიას თავისუფლად გადაკეტავს.

საქართველოს ხელისუფლებაში, ალბათ, ოპოზიციაზე ნაკლებ არ ეშიანიათ „მეხუთე კოლონიის", რომელიც შეიძლება გახდნენ ყაზბეგის რაიონის მოსახლე ოსები. მამუკა არეშიძემ და სხვა ექსპერტებმა უკვე საკმაოდ დააშინეს საზოგადოება ახალი ანექსიის საშიშროების ვარაუდით. თბილისში ეშინიათ, რომ რუსეთი დაურიგებს რუსულ პასპორტებს ყაზბეგის მოსახლეობას და იქ კვლავ რუსული ჯარი შევა დასაცავად, როგორც ცხინვალი დაიცვა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100