RSS
на русском en in english
21.10.2018
არხივი სტატიები
სტატიები

სსრკ-ს ნაანდერძევი

05.03.2010  |  09:07

ოფიციალური განცხადებების მიხედვით კი, ხელისუფლებას ასეთი ვითარება აწყობს. გასული წლის ბოლოს მიხეილ სააკაშვილმა კომბინატში დიდი სიამაყით გახსნა ინდური კომპანიის ცეხი, რომელიც არმატურას აწარმოებს. „როდესაც მე პრეზიდენტი გავხდი, რუსთაველებს შევპირდი, რომ არ დავმშვიდდებოდი სანამ რუსთავის მეტალურგიული კომბინატი არ ამუშავდებოდა და დღეს გაიხსნა საწარმო",- ხაზი გაუსვა მაშინ პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი უკვე მიეჩვია წვრილმანი სამრეწველო და ენერგეტიკული წარმატებებით გახარებას საერთო ვარდნის ფონზე. მიხეილ სააკაშვილი პირადად მონაწილეობდა ფოთში „წყალმომარაგების პროექტის" წყალსადენის გახსნაზე ერთ-ერთ სოფელში. პრეზიდენტის მიერ მოშვებული ონკანიდან მართლაც წამოვიდა წყალი, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ის მხოლოდ საზეიმო ღონისძიებისთვის მოუშვეს. სულ მალე „ფოთის წყალსადენში" დააკავეს დირექტორი და დაითხოვეს 200-ზე მეტი ადამიანი. იმავე წარმატებით სააკაშვილმა გაზმომარაგებაში ჩართოზუგდიდის 180 აბონენტი. საბოლოოდ კი ცისფერი აირი მხოლოდ სამ ოჯახს მიეწოდება.

თბილისი ამ ბოლო დროს აქტიურად მუშაობდა რესპუბლიკაში ინვესტიციების მოზიდვაზე. ახლა კი, ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, საქართველოს ნედლეულისა და სამრეწველო იმიჯმა კიდევ ერთი დარტყმა მიიღო. საინტერესოა, რომ ახლა პრეზიდენტის სპეც-სამსახურში აცხადებენ, რომ ტყიბულის მაღარო ძალიან გადატირთული იყო. უფრო მეტადაც კი ვიდრე საბჭოთა დროს. მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ყველაფერი კეთდებოდა ახალი ტექნოლოგიების დასანერგად.

არავინ იცის რამდენად შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სიტყვები სინამდვილეს. ზოგიერთმა ექსპერტმა უკვე არაერთხელ უსაყვედურა სააკაშვილს, რომის ვირტუალურ რეალობაში ცხოვრობს. სანამ საქართველოს უამრავი საწარმო იხურება, ხელისუფლება კვლავ საუბრობს ახლების გახსნის შესახებ. ექსპერტი გიორგი ხუხაშვილის თქმით, ახლა რესპუბლიკი საწარმოო სექტორი უბრალოდ არ მუშაობს. „ჩვენ გავხდით მომხმარებელი ქვეყანა",- ამბობს ის.

მართლაც, სანამ რესპუბლიკა ცდილობს გაუმკლავდეს საგარეო ვალებს და ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოშვებით, „საბჭოთა დანატოვარი" ბოლო დღეებს ითვლის. ღვინის, კონიაკების და ჩაის წარმოებით კი საქართველო ნამდვილად ვერ გაიტანს თავს.

 

არჩილ ქორიძე

1 
2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100