RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სსრკ-ს ნაანდერძევი

05.03.2010  |  09:07

5492.jpeg4 მარტი საქართველოში გამოცხადებულია იმ ოთხი მაღაროელის ხსოვნის დღეს, რომლებიც ტყიბულში დაიღუპნენ. წინასწარი შეფასებით, ტრაგედია მეთანის გაჟონვის გამო მოხდა. თავისი თანაგრძნობა სააკაშვილმა გამოუთქვა გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს. ამასთანავე, სააკაშვილმა პირობა დადო, რომ ყველა ზომად მიიღებდა მსგავსი ინციდენტების აღმოსაფხვრელად. თუმცა, ამის მიღწება ეროვნული მრეწველობის ვარდნის დროს საკმაოდ რთული იქნება საქართველოსთვის.

სსრკ-ს დროს საქართველოს მრეწველობის წმყვანი სფეროები იყო საკვები და ქიმიური მრეწველობა, ასევე მანქანათმშენებლობა, შავი და ფერადი მეტალურგია.

კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს სამრეწველო სექტორი შეირყა. ქვეყანაში წარმოების ტემპები ხან იზრდებოდა ხანაც ვარდებოდა. საქართველოსთვის ყველაზე წარმატებული იყო 2006 წელი, როდესაც ზოგიერთ მრეწველობაში წარმოების ზრდა თითქმის გაორმაგდა. ეს ბევრ რამეში იმის გამო მოხდა, რომ ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა ისეთი საწარმოები, როგორებიცაა რუსთავის მეტალურგიული კომბინატი და ჭიათურმარგანეცის კომბინატი.

თუმცა შემდეგ მათი დროც მოვიდა. საბადოების დამუშავების ლიცენზია ჭიათურაში ხელიდან ხელში გადადიოდა, მაგრამ 2008 წელს „ჭიათურმარგანეცი" მაინც დაიშალა. თანაც საქართველოს ხელისუფლებამ ვეღარ მოძებნა ბოლომფლობელები, რომლებსაც ხელფასები და პენსიები მართებდათ.

სხვათა შორის, მომავალწელს ორგანიზაციამ"ექიმთა კავშირი" ხელისუფლებისგან მოითხოვა ჭიათურის ადგილობრივი მაცხოვრებლების ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ხალხი თავს ცუდად გრძნობდა და ეს მარგანეცით მოწამვლი ბრალი იყო. უფრო მეტიც, მხოლოდ 2007 წელში გამოავლინეს 7 000 კიბოთი დაავადებული ადამიანი, მათგან 4 500 გარდაიცვალა.

ექსპერტთა მონაცემებით, დაავადება გამოწვეული იყო მარგანეცით, რომლითაც დაბინძურებულია მდინარე ყვირილა, რადგანაც ქიმიური ელემენტი დიდი რაოდენობით არის სასმელ წყალში. ეკონომიკურმა ექსპერტმა დიტრიხ მიულერმა აღნიშნა, რომ ჭიათურის საბადოებში არ გამოიყენება საწმენდი შეიარაღება, დგად მოძველებული ტექნიკა. თავის მხრივ, თვითმხილველები ამბობენ, რომ მადანს ჭიათურაში ბარებით იღებენ. „უფანჯრო და ჭერ-ჩამონგრეულ შენობაში ხალხი კონცენტრატებს ამზადებს",- განაცხადა საბადოში ნამყოფმა ადამიანმა.

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა არაერთხელ დაიჩივლეს ცუდი ეკოლოგიური ვითარების გამო, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას ამაზე რეაგირება არ მოუხდენია.

სატირალი სიტუაციაა რუსთავის მეტალურგიულ კომბინატშიც. გასული წლის ნოემბერში იმ ბრიტანული კომპანიის დირექტორმა, რომელსაც აქამდე ეკუთვნოდა ქარხნის აქტივები, განაცხადა კანონიერი მესაკუთრეების უფლებების დარღვევის და ქართული სასამართლოების კრიმინალური დაჯგუფებებით მართვის შესახებ. თომას ბლეიკის თქმით, საწარმოში ნადგურდება ქონება, ჯართში ბარდება დაზგები, იკარგება ნაწილები და ნედლეული.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100