RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პარტნიორობა იმედის გულისთვის?

08.03.2010  |  23:32

5507.jpegთბილისს მინსკთან აქტიური აგროსამრეწველო თანამშრომლობის იმედი აქვს. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა. მისი თქმით, საქართველო დაინტერესებულია ბელორუსიული კვების პროდუქტების ყიდვაში. ამასთანავე, საქართველო აპირებს ბელორუსიაში თავისი ღვინის, მინერალური წყლებისა და ციტრუსების გაყიდვას. როგორია ასეთი თანამშრომლობის პერსპექტივები?

ბოლო 5 წლის განმავლოვბაში თბილისსა და მინსკს შორის ურთიერთობებმა განიცადა როგორც წინსვლა, ისე უკუსვლაც. 2005 წელს ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გადაწყვიტა საქართველოს მიმართ სავიზო რეჟიმის შემოღება. ბელორუსიის ლიდერმა ასეთი ნაბიჯი საერთაშორისო კრიმინალთან ბრძოლით ახსნა. როგორც ცნობილია, მაშინ ქართული კრიმინალური სამყარო ბელორუსიას აქტიურად იყენებდა რუსეთის ტერიტორიაზე შესაღწევად.

უკვე 2007 წელს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მტკიცედ სურდა საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა და მათი უფრო მაღალ დონეზე განვითარება. „ჩვენ ქართველ მოგეობრებთან მეგობრული ურთიერთობებისთვის ვართ განწყობილი, იმედი გვაქვს, რომ გახშირდება ასეთი კავშირები და საბჭოთა პერიოდთან შედარებით უფრო დავხვეწავთ",- თქვა ბელორუსიის პრეზიდენტმა. ლუკაშენკომ ასევე კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ გაჩნდა შესაძლებლობა განვითარდეს ორმხრივი ურთიერთობები ქვეყნებს შორის. თბილისიც ოპტიმისტურად იყო განწყობილი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მიღწეული იქნება კონკრეტული შედეგები ამ თანამშრომლობის შედეგად.

გავიდა სამი წელი, მაგრამ ჯერ კიდევ რთულია საუბარი რაიმე ფენომენალურ ცვლილებებზე საქართველო-ბელორუსიის ურთიერთობებში. მხარეებს შორის მიღწეული თითქმის ერთადერთი მიღწევა არის საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირის დოკუმენტის რატიფიკაცია. როგორც ცნობილია, დოკუმენტი გულისხმობს როგორც მგზავრების, ისე ტვირთის რაოდენობის გაზრდას.

ამასთავანე, თბილისსა და მინსკშიც პერიოდულად საუბრობენ, რომ მზად არიან ორმხირივი ურთიერთობების განვითარებისთვის. ასე ხდებოდა საქართველოში დეკემბერში ბელორუსიელი პარლამენტარების ვიზიტის დროს, როდესაც ბელორუსიის უმაღლესი საკანანომდლებლო ორგანო წყვეტდა, თუ როგორ მოქცეულიყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით. ახლაც ასე საუბრობენ.

ახლახან მინსკში გაიხსნა ქართულ-ბელორუსიული ბიზნეს-ფორუმი. ბელორუსიის დედაქალაქში ჩავიდა ქართველი ბიზნესმენების დელეგაცია ჯემან ინაიშვილის ხელმძღვანებლობით. ორგანიზატორი კი იყო ბელორუსიის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100