RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მიშიკო გააფრთხილეს?

08.03.2010  |  23:33

5508.jpegამ დღეებში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა ტელეფონით, საუბრისას მან კვლავ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ამასთან ერთად, ამერიკელი ხელმძღვანელი საქართველოს დემოკრატიული რეფორების თემასაც შეეხო და სურვილი გამოთქვა იხილოს ღია, გამჭვირვალე და თავისუფეალი არცევნები. როგორც ცანს, თეთრი სახლი ყურადღებით დააკვირდება ამა წლის ამისში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს.

აშშ-ს ახალი ვიცე-პრეზიდენტი, საკმაოდ კარგად იცნობს საქართველოსაც და მის ლიდერსაც. ჯერ კიდევ სენატორობის დროს, გასული წლის აგვისტოში ჩამოვიდა ბაიდენი თბილისში და სააკაშვილს ხელი შეაშველა მისთვის ყველაზე მძიმე პერიოდში - იმედგაცრუება კრახით დასრულებული ავნტიურის შემდეგ, რაც სიცოცხილს ფასად დაუჯდათ ოს მოქალაქეებსა და რუს მშვიდობისმყოფელებს. უფრო მეტიც, ბაიდენის დამსახურებად ითვლება აშშ-ს მიერ დონორული დახმარების გამოყოფა, ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით. ამის გამო სააკაშვილმა არაერთხელ გადაუხადა მადლობა ბაიდენს, თანაც არც იმას ივიწყებდა, რომ სწორედ ამ პოლიტიკოსმა აღიარა 2007 წლის ნოემბრის კრიზისი „საგარეო ჩარევის" შედეგად.

უკვე ახალ თანამდებობაზე ყოფნისასაც მოინახულა ბაიდენმა თბილისი გასული წლის, ივნისში. ვიცე-პრეზიდენტმა მაშინ საქართველოს მთავრობას მოუწოდა ყოველგვარი ღონე იხმარონ ხელსიუფლების ყველა შტოს დასაბალანსებლად. ამასთან ერთად, მან განაცხდა, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები რეალურად დამოუკიდებელი უნდა იყოს და ხალხს სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. „დემოკრატია რეალური მაშინ გახდება, როდესაც სასამართლო იქნება დამოუკიდებელი, როდესაც პოლიტიკური პროცესები ქუჩაში კი არ, პარლამენტში მიმდინარეობს".- თქვა ბაიდენმა.

ოპოზიციასთან შეხვდრებისას, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ არ ჩაერევა საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში და ამასთან ერთად განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ თუ კი ქვეყანაში რეალურად არ გატარდება დემოკრატიული რეფორმები და არ დამყარდება დემოკრატია, მაშინ ვაშნგტონის მხრიდანაც აღარანაირი დახმარება აღარ იქნება.

ბაიდენის უკანასკნელი ვიზიტის შემდეგ, რესპუბლიკაში ცოტა რამ შეიცვალა. საქართველოს სასამართლო კვლავაც მართულია ხელისუფლებისა და პროკურატურის მხრიდან, არც მასმედიის თავისუფლებაზე ითქმის რაიმე კარგი, სახეზეა პოლიტპატიმართა დევნაც. ამის ნათელი მაგალითია - საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას შეთითხნილი საქმე და მისი დაპატიმრება, რომელსაც ქვეყანაში „პრეზიდენტის პირად ტყვეს" უწოდებენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100