RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ბრძოლაში მოხუცები მიდიან

08.03.2010  |  23:39

5510.jpegსაქართველოს პოლიტიკურ არენაზე წარმოუდგენელი ამბები ტრიალებს. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ტრადიციულად, ოპოზიციის ლიდერები გამოცოცხლდნენ. ახლანდელი გაზაფხულის უნიკალურობა სულაც არარის იმაში, რომ ერთი წლის შემდეგ ხელისუფლების მოწინააღმდეგეები მაინც ვერ შეთანხმდნენ ერთიან კანდიდატზე და არც კონკრეტული სამოქმედო გეგმები გაუვრცელებიათ. ახლანდელი სიტუაციის მთავარი „კოზირი" ის არის, რომ მოსკოვში წასვლისთვის მზად მყოფი ოპოზიციონერების რიგი დადგა. ამას გარდა სკანდელი მომწიფდა რამდენიმე წამყვან პარტიაშიც. პოლიტიკურ არენაზე კი კვლა გამოჩნდნენ გასული წლების პოლიტიკოსები, რომლებიც ვარდების რევოლუციის ტალღამ თითქოსდა სამუდამოდ ჩამოაშორა პოლიტიკას.

ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე ყველამ გააკეთა კომენტარი. მოვლენა ქართულ-რუსული ურთიერთობების გათვალისწინებით, უნიკალურია. გასაგებია, რომ ხელიუფლებას არ დაენანება კრიტიკა ბურჯანაძისთვის. დრო გვიჩვენებს მოახერხებს თუ არა ის ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ყინულის დაძვრას. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ბურჯანაძის ვიზიტს მოყვება პატრიოტული ძალების უხილავი კონსოლიდაცია, ეს გახდება ხალხის პასუხი კრემლისა და მისი ქართველი მარიონეტების გამოწვევაზე. თუმცა უკვე დღეს ლეიბორისტებმა განაცხადეს, რომ საქართველოს გადარჩენის გასაღები მოსკოვშია. როგორც ქართული მასმედია იუწყება, კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგურიც აპირებს მოსკოვში წასვლას, თუმცა ის ზუსტ თარიღს არ აკონკრეტებს.

ამასობაში კი თითქმის დაიშალა ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტია „მოძრაოვა ერთიანი საქართველოსთვის", რომელსაც სათავეში უდგას ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. პარტიიდან წავიდა გენერალური მდივანი ეკა ბესელია და განაცხადა, რომ აპირებს პოლიტპატიმრების დაცვაზე მუშაობას. ამასობაში კი მისი თანაპარტიელები აპირებენ, რომ მას სასამართლოში უჩივლონ. მთავარმა კომიტეტმა ამასთან დაკავშირებით გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ეკა ბესელიას ბრალი ედება პარტიული თანხების მითვისებაში და არამიზნობრივად გამოყენებაში. საუბარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისთვის გამოყოფილ თანხაზე, რომელიც გამიზნული იყო ამომრჩეველთა სიების გადამმოწმებელი გუნდის ანაზღაურებაზე. ოქრუაშვილის პარტიას, ისევე როგორც ხვა პოლიტიკურ სუბიექტებს, 100 000 ლარი ხვდა წილად. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ეკა ბესელიას ქმედებებმა არა მხოლოდ სერიოზული ზიანი მიაყენა პარტიას, არამედ ხელისუფლების ინტერესებსაც მოემსახურა. თავად ბესელია ამტკიცებს, რომ პარტიისთვის გამოყოფილი თანხა მან დააბრუნა ბიუჯეტში და ამის დასტურად მოჰყავს მის ხელთ არსებული დოკუმენტი, ტომლის თანახმადაც 100 000 ლარი დაბრუნებულია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ბესელია თავის მხრივ თანაპრტიელებს ადანაშაულებს ამ 100 ათასი ლარის მითვისების სურვილში.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100