RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილის რვა მეგობარი

10.03.2010  |  09:14

5519.jpegსაქართველოს მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომამ წლის განმავლობაში რესპუბლიკმ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები რვა სახელმწიფოსთან - ლიბერიასთან, ბოცვანასთან, ბრუნეასთა, დომინიკის რესპუბლიკასთან, კაბო-ვერდესთან, მარშალის კუნძულებთან, პერუსთან და სენტ-ლუისთან. უგეგმება ამ ქვეყნებში საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლობების გახსნა. უნებურად ჩნდება კითხვა: რაში სჭირდება საქართველოს ზემოთ ჩამოთვლილ სახლმწიფოებთან მეგობრობა?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო მეგობრობის ჩამოყალიბების ახალი წლების დამთავრებისთანავე შეუდგა. 15 იანვარს დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა ბოცვანასთან და პერუსთან. მაშინ პერუს საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზი გაუსვეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბება მიზნად ისახავს ერებსა და ხელისუფლებებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სფეროების თანამშრომლობას.

ორი კვირის შემდეგ ანალოგიურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი დომინიკის რესპუბლიკასთან და კაბო-ვერდესთან. თებერვალში კი თბილისი დაუმეგობრდა სენტ-ლუისს და მარშალის კუნძულებს, საქართველომ მათ პირობა მისცა, რომ ჩამოყალიბდებოდა ორმხრივი ურთირთობები საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დაცვით - ეს ითვალისწინებს ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ხელშეუხებლობის და სუვერენიტეტის პატივისცემას. უკვე მარტში საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა ბრუნეასთან და ლიბერიასთან.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზზე საქართველომ გაკრიტიკა ნაურუს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. ოფიციალურმა თბილისმა ამ მოვლენას მაშინ დასცინა და „რუსული დიპლომატიის მარცხი" უწოდა. მაშინ თავად ნაურუსაც „მოხვდა". ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენი საქართველოს დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძრვანელმა შოთა მალაშხიამ ირონიით განაცხადა: „ეს სახელმწიფოც კი არ არის, იქ ცხოვრობს 14 000 ადამიანი. ეს პირველად არ მომდარა, მათ იგივენაირად აღიარეს ტაივანი და კოსოვო".

ამასთანავე საქართველო დიდი მონდომებით მყარებს დიპლომატიურ კავშირებს მარშალის კუნძულებთან, რომელიც მოსახლეობაც მხოლოდ 63 000 ადამიანია, ფართობი კი 181 კილომეტრია განსხვავევით ნაურუსგან, რომლისაც მხოლოდ 21 კილომეტრია. როგორ ჩანს, თბილისისთვის ეს კოლოსალური სხვაობაა.

არაერთგვაროვანი სიტუაციაა ლიბერიასთანაც. საქმე ისა, რომ თავის დროზე საქართველომ ვენესუელას უწოდა სახელმწიფო, სადაც არ არის დემოკრატია, ჰუგო ჩავესს კი - მარგინალი და დიქტატორი. როგორც ჩანს, თბილისის აზრით, დემოკრატია არის ლიბერიაში, სადაც 1989 წლიდან 2003 წლამდე მოხდა ორი სამოქალაქო ომი, რამაც ასობით ათასი ადამიანი შეიწირა.

გამოდის, რომ საქართველო დიდი მონდომებით მეგობრობს ჯუჯა სახელმწიფოებთან და პოლიტიკურად არასტაბილურ რეჟიმებთან, მაშინ, როდესაც ანალოგიური ნაბიჯები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხრიდან განსჯის საგანი ხდება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100