RSS
на русском en in english
23.09.2018
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული ოპოზიცია მოსკოვისკენ მიიწევს

11.03.2010  |  10:20

პირდაპირი რეისები გაუქმდა 2006 წელს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვის გამო, შემდეგ ეს კავშირი დროებით აღდგა და 2008 წელს ისევ გაუქმდა. 2010 წლის დასაწყისში შესრულდა პირდაპირი ჩარტერული რეისები თბილისი-მოსკოვი-თბილისი. იანვრის ბოლოს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის განიხილოს საქართველოსთან ავიაკავშირის აღდგენის საკითხი. თუმცა მხარეების მას შემდეგ გაჩუმდნენ, არავინ იცის ისინი პირველ ნაბიჯს ელოდნენ ერთმანეთისგან, თუ რაიმე სხვას. ჯერჯერობით ვიზების დამღლელი გაფორმებებითა და ტრანზიტული რეისებით თბილისიდან მოსკოვში მხოლოდ ქართველი პოლიტიკოსები დაფრინავენ.

თუმცა, ახლა ოპოზიციონერები არნახულ მოქნილობას იჩენენ. პირველად საბჭოტა კავშირის დაშლის შემდეგ თბილისში ალაპარაკდნენ ნატოში შესვლის კურსის გადახედვის შესახებ. არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ სწორედ ეს საკითხი იყო განხეთქილების მიზეზი. თუკი აქამდე საქართველოში მისდევდნენ პრინციპს "რუსეთის ჯინაზე შევალთ ნატოში", ახლა ისინი მზად არიან უარი თქვან ამ ოცნებაზე. კობა დავითაშვილმა გუშინ განაცხადა: "ჩვენ მზად ვართ გადავხედოთ საქართველოს ნატოში შესვლის საკითხს და ამერიკის სამხედრო ბაზების ჩვენს ტერიტორიაზე განთავსებასაც, ეს არის რეალური ფასი, რომლის გადახდაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის". თავის მხრივ ზვიად ძიძიგურმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ "საქართველოს გაერთიანება ჯობია ნატოს ჰიპოთეზურ წევრობას".

მაგრამ აქვთ კი გავლენა ქართველ ოპოზიციონერებს თავიანთ მოქალაქეებზე? მართლაც შეუძლია პატარა საქართველოს უარი თქვას ასეთ პოპულარულ ანტირუსულ კურსზე ნეიტრალიტეტის სასარგებლოდ? ჯერჯერობით ეს კითხვები რიტორიკულია და რამდენი ოპოზიციონერიც არ უნდა ჩავიდეს უახლოეს დროში მოსკოვში, საეჭვოა, რომ ამ კითხვებს პასუხები გამოუჩნდეს. ახლანდელი ხელისუფლება და პოლიტიკოსების უმეტესობა ხომ ნატოში გაწევრიანების მომხრეა, რაც, მათი აზრით, საქართველოს გაერთიანებაში და უსაფრთხოების გარანტირებაში დაეხმარება. ექსპერტების აზრით კი, ეს მხოლოდ გააძლიერებს კავკასიაში გავლენის მოპოვებისთვის დიდი ხელისუფლებების ბრძოლას.

ირინა პტაშკოვსკაია სპეციალურად GeorgiaTimes-ისთვის

 

ტიმოფეი შევიაკოვი

1 
2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100