RSS
на русском en in english
19.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული ოპოზიცია მოსკოვისკენ მიიწევს

11.03.2010  |  10:20

5533.jpegმოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობები ჯერ კიდევ არ დაძრულა მკვდარი წერტილიდან. მეზობელ ქვეყნებს შორის დღემდე არ არის დიპლომატიური ურთიერთობები. ორი სახცელმწიფოს ლიდერები ერთმანეთის მისამართით მწარე სიტყვებს არ იშურებენ. მიუხედავად ამისა, შემუშავდა ტენდენცია. თუმცა მისი განსაზღვრა ყოველთვის როდია შესაძლებელი. ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა.

რამდენიმე თვის წინ ქართველი პოლიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ "აგრესორებთან და ოკუპანტებთან" არანაირ დიალოგს არ წამოიწყებდნენ, სანამ საქართველოს არ დაუბრუნდებოდა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. თუმცა სულ ცოტა ხნის წინ გამბედაობა გამოიჩინა ზურაბ ნოღაიდელმა და ჩავიდა მოსკოვში. ოფიციალურმა თბილისმა არ დაიშურა მწვავე კრიტიკა და მას ტრადიციისამებრ მოღალატე უწოდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც კიცხავდნენ "უპრინციპო პოლიტიკოსს".

არადა ნოღაიდელმა იწინასწარმეტყველა, რომ მის მაგალითს სხვა ოპოზიციონერებიც მიბაძავდნენ. ახლა მოსკოვში ოპოზიციონერთა რიგები დგას უკვე. ამ დღეებში რუსეთში იყო ნინო ბურჯანაძე. ისე, ამაში არაფერია გასაკვირი. ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულიდან აცხადებდა ის, რომ აუცილებელია მოსკოვთან ურთიერთობების დალაგება. სწორედ ამიტომ უწოდეს მას მოღალატე და კრემლის აგენტი.

ახლა ქართული მასმედია იუწყება, რომ ზვიად ძიძიგურსაც სურს მოსკოვში გამგზავრება. არც კობა დავითაშვილი იტყოდა უარს ჩრდილოელი მეხობლის მონახულებაზე. შრომის პარტიამ კი განაცხადა, რომ ელოდება მიწვევას. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მაინც გაუგებარია რას მოიტანს ოპოზიციონერების ამდენი ვიზიტი მოსკოვში? მათზე საქართველოში ხომ ახლა ძალიან ცოტა რამ არის დამოკიდებული.

მოკლედ, როგორც ცნობილია, პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა. ასე რომ სურვილის შემთხვევაში ამ პოლიტიკური ლაბირინთიდან რამდნეიმე დადებითი მომენტი შეიძლება უბრალო მოკვდავებსაც ხვდეთ წილად. ასე ხდებოდა, როდესაც თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაირი ავიაკავშირის საკითხიც ერთ ადგილას გაიყინა. ჯერ ტრადიციიასამებრ თბილისი დაიღვარა მოსკოვის კრიტიკად, როდესაც სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო აღდეგინა საჰაერო მიმოსვლა. თუმცა იმავე კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გამოაცხადეს მზადყოფნა. ამის შესახებ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. ქრისტიან-დმეოკრატიული პარტიის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალსიწინოს რუსეთში მცხოვრები 800 000 ქართველის ინტერესები და აღადგინოს ავიაკავშირი. "ქართული მხარე მზად არის აღადგინოს რეგულარული ავიაკავშირი რუსეთთან,- განაცხადა ნინო კალანდაძემ და ხაზი გაისვა, რომ "საქართველოს პირველს არ გაუწყვეტია მიმოსვლა". ჩვენ გვინდა, რომ ყველა ჩვენს მოქალაქეს და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს საჰარეო მიმოსვლის საშუალება. თუკი ეს ყველაფერი რუსეთსაც აწყობს და მიიღწევა შეთანხმება კერძო ავიაკომპანიებს შორის, ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო",- თქვა მან. ამასტანავე მან მოიყვანა ზემო ლარსის საკონტროლ-გამშვები პუნქტის გახსნის მაგალითი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100