RSS
на русском en in english
23.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ეუთოს დაბრუნება სურს

11.03.2010  |  10:22

5534.jpegევროპის საბჭოს უსაფრთხოების ორგანიზაცია (ეუთო), სამხრეთ კავკასიაში საკუთარი სამშვიდობო მისიის დაბრუნების ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა ჟოაო სოარეშმა. მისი თქმით, დამკვირვებლების მუშაობის განახლების საკითხი განხილული იქნება ოსლოში დაგეგმილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის მიმდინარეობისას. რა გადაწყვეყილებას მიიღებენ ევროპარლამენტარები?

ეუთოს მისიის შემადგენლობაში მყოფი დასავლელი მშვიდობსიმყოფელები სამხრეთ კავკასიაში 1992 წლიდან 2009 წლამდე იმყოფებოდნენ. როგორც ცნობილია, საქართველოს არმიის ნაწილებსა და ოსეთის წინააღმდეგობის რაზმებს შორის, შეიარაღებული შეტაკებების შეწყვეტა, გასული საუკუნის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინისა და საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიერ სოჭის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გახდა შესაძლებელი. (კონფლიქტების დარეგულირების პრინციპების შეთანხმება). ერთმანეთთან მებრძოლი ძალების განსაცალკევებლად, კონფლიქტის ზონაში მშვიდობის დასამყარებლად შეყვანილი იქნა შერეული ძალები, სამი ბატალიონისა და ასევე ეუთოს დამკვირვებლების შემადგენლობა.

სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება, ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტომდე აცხადებდა, რომ მისია არ არის ყოველთვის ობიექტური და ცდილობს მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებისგან შორს დაიჭიროს თავი. „რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოლაპარაკებების პუნქტების დარღვევით იმყოფებიან ქართული შეიარაღებული ფორმიერებები, რომლებიც ატერორებენ მოსახლეობას, ეუთოს მისია კი სდუმს"- ამბობდა ედუარდ კოკოითი ჯერ კიდევ 2007 წელს. როგორც, მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, საერთაშორისო დამკვირვებლებმა არ გააკეთეს აუცილებელი დასკვნები, რამაც შედეგად ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია.

უფრო მეტიც, სამხრეთ ოსეური მხარის წარმომადგენლების თქმით, ეუთოს მისიოენერებმა სამხრეთ ოსეთი ტერიტორია საომარი აგრესიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს. „მათ შვენივრად იცოდნენ და ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის რა რაოდენობა იყო თავმოყრილი ჩვენს საზღვრებთან უშუალო სიახლოევს".- ამბობდა კოკოითი საერთაშორისო დიპლომატებთან საუბრისას, უკვე 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, მისი თქმით დამკვირვებლები „მდუმარედ ადგნენ და წავიდნენ კონფლიქტის ზონიდან".

ამგვარმა უმოქმედობამ ის გამოიწვია, რომ რესპუბლიკაში რწმენა დაკარგეს მისიონერების ქმედუნარიანობისადმი. თუმცა, სამხრეთ ოსი ხალხის თვალში ორგანიზაციისადმი ნდობის დაკარგვის შემდეგაც კი, ეუთო კვლავ ცდილობდა კავკასიაში მანდატის გაგრძელებას, თანაც ისე რომ სამხრეთ ოსეთს, საქართველოს შემადგენლობაში მოიხსენიებდა. რუსეთი, რომელმაც რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო, ამგვარ ნაბიჯს ვერ გადადგამდა და 2009 წლის იანვრიდან მისია დახურვის რეჟიმზე გადავიდა, ხოლო 30 ივნისს ორგანიზაციამ შეწყვიდა მუშაობა სამხრეთ კავკასიაში.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100