RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ორი მილი

12.03.2010  |  09:55

5545.jpegკავკასიასა და შავიზრვისპირეთში ბუნებრივი აირის - საპროექტო უდიდესი დაპირისპირება ევროპასა და რუსეთს შორის, თეურიულად შესაძლებელია ჰარმონიულ თანამშრომლობად იქცეს. იტალიური კომპანია" Eni,,, „გაზპრომის" პარტნიორი „სამხრეთის დინების" პროექტში, წინადადებით შემოვიდა ეს პროექტი გაერთიანდეს ანტირუსულ Nabucco-სთან, რომელიც ესოდენ პოპულარულია საქართველოში. ამ ორი მილსადენის კონკურენცია, იმდენად ეკონომიკურ მოგებაზე კი არ არის დაფუძნებული, რამდენადაც პოლიტიკურ მოტივებზე. და ალბათ სწორედ ეს მიზეზი დააბრკოლებს, ამ ორი პროექტის გაერთიანებასაც.

რუსეთს, რამოდნიმე ხნის წინაც იწვევდნენ Nabucco-ში მონაწილეობის მისაღებად - აქციონერის ან მომწოდებლის ხარისხში. მაგრამ ეს წინადადება გაკვრით იყო ნათქვამი. მაგრამ, ისეთ საგნობრივ წინადადებას, როგორიც რუსული „გაზპრომის" პარტნიორმა, კომპნია Eni-ის ხელმძღვანელმა პაოლო სარკონიმ გააჟღერა, არავინ ელოდა.

მან, ორი ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი პროექტის „სამხრეთის დინების" და „ნაბუქოს", ევროპის მონაკვეთზე გაერთიანების წინადადება წამოაყენა. შავი ზღვის ფსკერზე პირველი მილსადენის გაყვანას რუსეთი გეგმავს, რომელსაც საკმარისი სარესურსო ბაზა გააჩნია, მაგრამ ჯერ არ დუდია შეთანხმება ყვედლა მონაწილე ქვეყნანასთან. მეორეს, ამ მილსადენიდან ოდნავ სამხრეთით ევროპის რამდენიმე ქვეყანა ააშენებს, რომლებსაც უკვე ხელმოწერილი აქვთ შეთანხმებები სატრანზიტო სახელმწიფოებთან, მაგრამ ბუნებრივი აირის საიმედო წყარო ვერ ჯერ იპოვნეს.

თუმცა, ჯერჯერობით ორივე მილსადენი მხოლოდ რუქებზე არსებობს. არც ევროპაში და არც რუსეთში, მსოფლიო ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით, არ ჩაქარობენ მათი მშენებლობის დაწყებას.

თუ კი ეს ორი გაზსადენი გაერთიანდება ევროპის ტერიტორიაზე, მაშინ ორივე პროექტის ხარჯი შემცირდება, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტი, შესაბამისად გაიზრდება. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება პაოლო სკარონიმ ჰიუსტონში CERAweek-ის კონფერენციაზე.

თითქოს და შეუთავსებელი პროექტების, გაერთიანების სიახლეს კომენტარი გაუკეთა ქართველმა ეკონომისტმა ვლადიმერ პაპავამ. მისი თქმით, ამ შემშხვევაში გადაწყვეტილება მომახმარებელმა უნდა მიიღოს ანუ ევროკავშირმა.

„ევროპა შესაძლოა დათანხმდეს პროექტების გაერთიანებას, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს უკვე იგივე არ იქნება, რაც უბრალოდ „სამხრეთ დინების" აშენება იყო, იმიტომ რომ, მაშინ ეს იგივე რუსული პროექტია. და თუ კი ევროკავშირს არ სურს რუსეთის მიწოდებაზე იყოს დამოკიდებული, მაშინ მან მხარი უნდა დაუჭიროს Nabucco-ს. რომელიც გვერდს აუვლის რუსეთს".- განაცხადა მან.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100