RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსული ბაზები თბილისს მოსვენებას არ აძლევს

12.03.2010  |  11:12

5546.jpegსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ აკრიტიკებს მოსკოვს და საუბრობს საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე. ამჯერად თბილისს არ მოეწონა შეთანხმება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ. როგორც ცნობილია, რუსეთმა რესპუბლიკასთან მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთგაგების შეთანხმების ხელმოწერისას თავის თავზე აიღო ოსების უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები. საქართველოში კი დღემდე ცხინვალს თავიანთ ტერიტორიად მიიჩნევენ და უარს ამბობენ იმ ფაქტის აღიარებაზე, რომ ახლანდელი სიტუაცია ქართული ჯარის თავდასხმის შედეგია.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის მხარემ რუსეთს მიმართა თხოვნით, რომ რესოუბლიკის ტერიტორიაზე განეთავსებინა სამხედრო ბაზა. კოკოითიმ ეს იმით ახსნა, რომ აუცილებელი იყო ოსების გენოციდის აღკვეთა.

პირველად რუსული ბაზის მშენებლობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც შეიქმნა ამ ნაბიჯის სამართლებრივი საფუძველი ზემოთ ხსენებული შეთანხმების სახით.

მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ახალი ბაზის შექმნისათვის ბიუჯეტიდან გამოიყო 5-6 მილიარდი რუბლი. ასეთი რაოდენობის დანახარჯების აუცილებლობა პირველ რიგში იმით იყო გამოწვეული, რომ რესპუბლიკაშიო ყველაფრის აშენება ნულიდან იყო საჭირო. ყაზარმებისა და ტექნიკის პარკებთან ერთად გაყავდათ გზები და კომუნიკაციები. სამხედროებს ის ფაქტი სულაც არ მოწონთ, რომ სამხრეთ ოსეთს რუსეთთან მხოლოდ როკის გვირაბი აკავშირებს. მათი აზრით, საჭიროა დაკავშირების სათადარიგო გზაც, რათა გვირაბის ბლოკადის შემთხვევაში სამხედროები ხაფანგში არ აღმოჩნდნენ.

სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასაც არ გაუჭიანურებია არაფერი და რუსეთის ბაზას გამოუყო მიწები 99 წლის ვადით.

ოფიციალური მონაცემებით ახლა მე-4 სამხედრო ბაზის განკარგულებაში არის საარტილერიო დანადგარები, საბრძოლო მანქანები და ტ-72 ტანკები. ბაზის შემადგენლობის თითქმის მესამედმა 2008 წლის აგვისტოს ომში უკვე მიიღო მანიწელეობა. ზოგიერთი ცხინვალში 58-ე არმიასთან ერთად შევიდა, ზოგი კი სამშვიდობო ძალებში მსახურობდა.

ბაზის აშენების პროექტი რუსეთის ხელისუფლებამ სულ ცოტა ხნის წინ წარადგინა. დოკუმენტი ახდენს ბაზის სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრების რეგლამენტირებას, ასევე მიწის ნაკვეთების გამოყენების პირობებს. უფრო მეტიც, შეთანხმებაში უკვე ჩადებულია ბაზის ფუნქციონირებისა და გამოყენების წესრიგი სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების თავდაცვის მიზნით და ეს საერთაშორისო ტერორისტულ ფორმირებებსაც კი ითვალსწინებს.

ახლახან ხელისუფლების შეთავაზება მოიწონა დიმიტრი მედვედევმა. მან თავდაცვის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკებების წარმოება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100