RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ნატოსთან უგეგმოდ

12.03.2010  |  10:16

5556.jpegდღეს, ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში, საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის წლევანდელი ნაციონალური პროგრამის განხილვა შედგება. დოკუმენტს, ბლოკის წევრებს ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის, ვიცე პრემიერი გიორგი ბარამიძე წარუდგენს. მოიწონებს თუ არა ალიანსი საქართველოს მმოქმედი რეჟიმის რეფორმების გაგრძელებას?

როგორც ცნობილია, 2008 წელს თბილისმა ვერ მიიღო წევრობისთვის აუცილებელი სამოქმედო გეგმა და ამჟამად ნატოსთან ყოველწლიური გეგმის მიხედვით მუშაობს. თუმცა, გასული წლის შემოდგომაზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა გირგი ბარამიძემ განაცხადა, რომ საქართველო შესაძლოა ალიანსში სამოქმედო გეგმის მინიჭების გარეშეც მიიღონ. სავარაუდოდ, ბარამიძე გულისხმობდა, რომ რესპუბლიკა პოლონეთის, უნგრეთი და ჩეხეთის გზით შეძლებდა ნატოში მოხვედრას, რომლებმაც სავალდებულო კრიტერიუმებს ნაციონალური პროგრამებით მიაღწიეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, წლევანდელი თანამშრომლობის გეგმა საქართველომ, ნატოს შტაბ-ბინაში ჯერ კიდევ იანვარში წარგზავნა. ავტორების ჩანაფიქრით, დოკუმენტმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და ჩრდილოარლანტიკური ალიანსის კიდევ უფრო მეტად დაახლოებას. დოკუმენტის თანახმად: საქართველო პირობას დებს, რომ გააძლიერებს სამხდრო რეფორმებს, აგვისტოს მოვლენების შდეგებს ამოძირკვავს, გააქტიურებს ანტიკორუფციულ მოღვაწეობას, მეტ თავისუფლებას მიანიჭებს მამსედიას და გაზაფხულზე ადგილობრივ არჩევნებს „ახალგაზრდა დემოკრატიისათვის" შესაფერის დონეზე ჩაატარებს.

ზოგიერთი რუსი პოლიტოლოგის აზრით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების და მიუხედავად, საქართველოს ნატოში ხილვა დასავლეთში მრავალს სურს. პირველ რიგში, ეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებია და ამერიკული ისტებლიშმენტის ნაწილი, ამიტომაც მომავალში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, შეძლებენ თუ არა ეს ძალები ალიანსში საქართველოს მიღების გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მოხდენას. დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიური განყოფილების ხელმძღვანელის ფელიქს სტანევსკის თქმით, იქნება მცდელობები, რაც შეიძლება მეტად დააახლოვონ საქართველო ნატოსთან. „ამავდროულად ბლოკში არსებობს ძალები, რომელბსაც არ სურთ აჩქარება და ესმით, რომ საქართველოს ნატოსთან ძალიან სწრაფმა დაახლოვებამ, შესაძლოა კავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაცია და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესება გამოიწვიოს",- თვლის სტანევსკი.

ამ შეხედულებას, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ექს-კანცლერის გერხარდ შრიოდერის ამსწინანდელი განცხადებებიც ადასტურებს. ამ დღეებში მოსკოვში რუსულ-გერმანულ ფორუმზე მოხსენებით გამოსვლისას, მან უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა. „ აფსოლუტურად ნათელი უნდა იყოს, რომ ეს არ არის ევროპაში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესებში,- მის ციტირებას ახდენს იტარ-ტასსი. შრიოდერი დარწმუნებულია, რომ სწორედ საქართველომ დაიწყო ომი კავკასიაში, აქედან გამომდინარე კი, რესპუბლიკაში არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც თანამშრომლობა შეუძლებელი იქნება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100