RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მარხვა და ლოცვა მისჯილები

15.03.2010  |  10:24

5558.jpegსაქართველოს მთვარობა, პირველი წელი არ არის რაც პატიმრების გამოსწორების დარგში, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან თანამშრომლობს. სისხლის სამართლის შედარებით მსუბუქი მუხლით გასამართლებულებს, მონასტრებში აგზავნიან სამუშაოდ. ვერაფერს იტყვი - სულისთვისაც სასარგებლოა და სახელმწიფოსთვისაც მომგებიანი. საქართველოს ციხეები, მიუხედავად მრავალრიცხოვანი შეწყალებისა და ამინისტიებისა„ვარდების რევოლუციის" შემდეგ - სულ გადავსებულია.

პროკურორები, მეთვალყურეები და მღვდლები ახლა უკვე ერთობლივად ცდილობენ ქართული საზოგადოების კრიმინალური წარმომადგენლების გამოსწორებას. დღეს საპატრიარქომ, მთავარმა პროკურატურამ და სასაჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომლის თანახმადაც გასამართლებული მართლმადიდებლები სასჯელს მონასტრებში მოიხდიან.

„მემორანდუმის ხელმოწერა იმ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რომ ის ხელ შეუწყობს ქართულ პრაქტიკაში სასარგებლო საზოგადოებრივი სამუშაოების სახით, სასჯელის მოხდის აქტივიზაციას".- კომენტარი გააკეთა სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ.

„საუბარია ეკლესიებსა და მონასტრებზე, სადაც მიმდინარეობს აღდგენითი ან სამშენებლო სამუშაოები, სადაც ეს ადამიანები, საკუთარი შრომით სარგებელს მოუტანენ საზოგადოებას",- დაამატა ახლაციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ.

ასეთი რამ საფრანგეთში, რომ მოეფიქრებინათ, ახლა გენერალური კონტროლიორი ჟან-მარი დელარიუ არ იწუიწუნებდა, რომ ყველაზე კეთილმოწყობილ ციხეებშიც კი, პატიმრებმა მოწყენილობისა და უსაქმურობისგან არ იციან რა ქნან.

ქართული ეკლესია, ციხეებთან რამდენიმე წელია თანამშრომლობს. ყოველწლიურად მთავრობასთან იდება შეთანხმება, რომლის თანახმადაც გათვალისწინებულია ეკლესიებსა და მონასტრებში, პატიმრების საზოგადოებრისთვის სასარგებლოდ დასაქმება

მაგალითად, გასული წლის დეკემბერში, იმერეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე აყვანილიმა კანონდამრღვევებმა, მონაწილეობა მიიღეს ხარაგაულის მონასტრის მშენებლობაში. 12-მა „პრობაციონერმა", როგორც საქართველოში პირობითად უწოდებენ გასამართლებულ პირებს, თავად გამოთქვეს მშენებლობაში მონაწილეობის სურვილი, იტყობინებოდა ქართული მასმედია.

დამნაშავეთა სულიერ აღზრდას, საერთო ჯამში, მიესალმება ქართული საზოგადოება., თუმცა კი, გასული წლის სექტემბერში, საქართველოს ოპოზიცია აღშფოთებული იყო, პატრიარქის კურთხევით სანდრო გირგვლიანის მკვლელების მონასტერში გადაყვანის გამო. შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს, რომელთა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარებაბამაც ახალგაზრდა ბანკის მოსამსახურის სიკვდილი გამოიწვია, მათ სასჯელის ნახევარი ვადაც კი არ მოუხდიათ. და მიუხედავად ამ საქმის გარშემო ატეხილი უზარმაზარი რეზონანსისა, პოლიციელები 338 იღბლიანთა რიცხვში მოახვედრეს, რომლებსაც პატიმრობა სხვა სახის სასჯელით შეეცვალათ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100