RSS
на русском en in english
23.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

“იმედის“ სკანდალი: საპირისპირო რეაქცია

15.03.2010  |  23:39

5569.jpegქართულ ტელეარზე შაბათს საღამოს გასული რეპორტაჟის სკანდალი ნელ-ნელა საერთაშორისო მასშტაბებმს იძენს. ქართული ოპოზიციის, რუსეთის ხელისუფლების და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კვალდაკვალ, პროვოკაცია შეაფასეს ამერიკასა და ევროპაში. თუმცა, ქართველი ჟურნალისტების „შედევრს" მომხრეებიც გამოუჩნდა, თანაც არა მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტის სახით.

როგორც უკვე ითქვა, შაბათს საღამოს ტელეკომპანია „იმედმა" ქვეყანაში პანიკის პროვოცირება მოახდინა. წამყვანმა, მხოლოდ გადაცემის დასაწყისში განაცხადა, რომ ეს იყო იმიტაცია, ამის შემდეგ ნახევარი საათის განმავლობაში ახალი ამბების გადაცემის ფორმატით გადმოსცემდნენ, თუ როგორ შეიჭრა საქართველოში რუსეთის ჯარი და მოკლეს ქვეყნის პრეზიდენტი.

ტელეკომპანიამ აჩვენა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ტოვებენ თბილისელები ქალაქს. გამოაცხადეს, რომ ქაოსია გორში, მცხეთაში და სხვა რეგიონებში. გადაცემამ ნამდვილი პანიკა გამოიწვია მთელ ქვეყანაში, რადგანაც იმ მაყურებლებმა, რომლებსაც არმოუსმენიათ შესავლისთვის, სერიოზულად აღიქვეს გადაცემა. ხალხი ურეკავდა ერთმანეთს და უკავშირდებოდნენ ტელეარხს კითხვით, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. მოგვიანებით ტელეკომპანიამ ბოდიში მოუხადა მაყურებელს.

თუმცა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საცდელი კურდღლების როლში აღმოჩნდნენ, სულაც არ აკმაყოფილებთ მოხდილი ბოდიში.

სკნადალური ეთერის დასრულებისთანავე ქართული ოპოზიცია ტელეარხის შენობასთან შეკრიბა. მათი აზრით, რეპორტაჟი იყო პრეზიდენტთან შეთანხმებული და მიზნად ისახავდა ხალხის დაშინებას და მათთვის სახელისუფლები აზრების მოხვევას. ნინო ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა, რომრესპუბლიკის მთავარი პრობლემა არის მიხეილ სააკაშვილი და მისი უპასუხისმგებლო და არაადეკვატური ხელისუფლება, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს უბრალო ხალხთან. ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ახლა მზადდება სასამართლო სარჩელი „იმედის" წინააღმდეგ.

სააკაშვილის ჩარევაზე სკანდალურ გადაცემაში რუსეთშიც საუბრობენ. საერთაშორისო საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კოსაჩოვმა დარწმუნებით განაცხადა, რომ ეს პროვოკაცია მმართველი რეჟიმის ნახელავი იყო. „ტელეარხი „იმედი", რომელიც ადრე სააკაშვილის ოპოზიციაში იყო, ახლა მას ემორჩილება",- დაამატა დიპლომატმა.

რუსეთის წარმომადგენელი ნატოში დიმიტრი როგოზინი თვლის, რომ მსგავსი პროვიკაციებით საქართველოს ახლანდელი რეჟიმი ცდილობს რუსეთის სახით მტრის ხატის შექმნას. „ეს ნაწილია იმ საინფორმაციო ომის, რომელსაც სააკაშვილი აწარმოებს,- აღნიშნა როგოზინმა.- მოცემული პროვოკაცია, უდავოდ, სახელმწიფო პროპაგანდის ნაწილია, რომელიც მიმართულია ქართველების შემზადებისკენ ახალი ომისთვის".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100