RSS
на русском en in english
24.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კოლეროვმა საქართველოს ბესლანის ცოდვები გაუხსენა

17.03.2010  |  13:14

5583.jpegსაქართველო დაადანაშაულეს ჩრდილოეთ ოსეთის სკოლაი მომხდარ ტერაქტთან კავშირში. სიმართლე რო ითქვას, ამ ბრალდებას უკვე 6 წელი შეუსრულდა და პირველად მან გაიჟღერა სამხრეთ ოსეთში ჯერ კიდევ 2004 წლის 2 სექტემბერს. ახლახან კი "იმედის" ტელეპროვოკაციაზე საუბრისას, ეს ფაქტი გაიხსენა ჟურნალისტმა მოდესტ კოლეროვმა.

"ომთან არ ხუმრობენ" - ასე ერქვა ვიდეოხიდს, რომელიც დასრულებამდე დატოვა საინფორმაციო სააგენტო "რეგნუმის" ჟურნალისტმა მოდესტ კოლეროვმა. საუბარი იყო ეგრეთ ოწდებულ "მოდელირებულ" გადაცემაზე, რომელიც საქართველოში პრაიმ-თაიმის დროს აჩვენეს და ამან ხალხში პანიკა გამოიწვია. რუსი და ქართველი ჟურნალისტები ეთანხმებიან ერთმანეთს იმ აზრში, რომ ეს იყო პროპაგანდა.

მაგრამ რაც შეეხება სიუჟეტის არსს და ქართულ-რუსული ურთიერთობების მდგომარეობას, დისკუსიის მონაწილეებმა ერთმანეთს სერიოზული პრეტენზიები წაუყენეს. მოდესტ კოლეროვმა საქართველო დაადანაშაულე ბესლანის ტრაგედიაში მონაწილეობაში. "ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ტერაქტის დროს ბესლანში ქართველი ტერორისტები იმყოფებოდნენ",- განაცხადა მან.

ქართველმა ჟურნალისტმა ლაშა ტუღუშმა გააპროტესტა ეს სიტყვები და შეადარა ანეკდოტს. მან რუსეთს შეახსება, რომ 2008 წელს ის დაეხმარა შეიარაღებულ ტერორისტებს. "რუსეთის ხელისუფლებამ საზღვარი მხოლოდ იმიტომ გახსნეს, რომ საქართველოში იარაღი შემოეტანათ. იმედი მაქვს, დამეთანხმებით, რომ ომი ხელკეტებით არ მომხდარა. ამას გარდა რუსეთს არ ჰქონდა ჩვენს საზღვარზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო წვრთნების ჩატარების უფლება",- განაცხადა ტუღუშმა.

საპასუხოდ, "რეგნუმის" ხელმძღვანელმა პასუხა, რომ რუსეთს უფლება აქვს ჩაატაროს წვრთნები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, მაშინ როდესაც საქართველოშო ქართულ-ამერიკული სწავლებები მიმდინარეობს. ამის შემდეგ მოდესტ კოლეროვმა შეწყვიტა ვიდეოხიდში მონაწილეობა.

რას გულისხმობდა მოდესტ კოლეროვი ქართველ ტერორისტებზე საუბრისას? ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მეორე ჩეჩნური კომპანიის შემეგ საქართველო გახსნა საზღვრები და პანკისის ხეობაში ჩეჩენი დევნილები შეუშვა - ადგილობრივი ქისტების ნათესავები. რუსეთი ამას აპროტესტებდა და სურდა ხეობის ერთობლივი წმენდის ჩატარება, თუმცა ქართული ხელისუფლება ამას თავად გაუმკლავდა, მოელაპარაკა ბოევიკებს და საქმე სროლის გარეშე დასრულდა.

ისტორია სულ მალე გაიგებს, თუ როგორი იყო ეს შეთანხმება. მაგრამ როდესაც 2004 წელს ჩეჩენმა ტერორისტებმა ცოდნის დღეს შეიპყრეს ბელსანში ოსური სკოლა, რომლის შტურმიც ტრაგედიით დასრულდა: დაიღუპა 350 ადამიანი, 500-ზე მეტი კი დაჭრილი იყო.

და იცით როგორი რეაგირება ჰქონდა ამაზე საქართველოს მაშინდელ მინისტრს კონფლიქტების საქმეში გიორგი ხაინდარავას? "რა უნდოდათ მათ?! რუსებმა ამ წლების განმავლობაში 40 000 ჩეჩენი ბავშვი მოკლეს". მინისტრის უგულობით გაოცებულმა ოსებმა ბევრჯერ გამოიყენეს ეს ფრაზა როგორც საქართველოს ბოროტებისა და მისი მხრიდან ამ ტერაქტის გამართლების ციტატა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100