მთავარი | ანალიტიკა | აზრები | ვიდეო | არქივი |
- „პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 29.05.2013 17:15 თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი“. მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში“ დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს.
- არა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 29.05.2013 17:10 საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეაქციამ უახლოესი თანამებრძოლების –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე შიდაპარტიული ცხოვრების პერიპეტიების არმცოდნე ბევრი ადამიანი გააკვირვა. სააკაშვილმა არ დაიცვა მერაბიშვილი, რომელიც ბევრს პრეზიდენტის „მარჯვენა ხელი“ ეგონა. სინამდვილეში, დიდი ხანია, რაც მათ შორის უთანხმოებაა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მალე გაუგებრობა ნაცინალური მოძრაობის ლიდერებს შორის უფრო ღია ხასიათს მიიღებს, რაც, შესაძლოა, პარტიის დაიშალით დასრულდეს.
- რატომ იაფდება საქართველოში დოლარი? 29.05.2013 17:02 ბოლო კვირის მანძილზე ამერიკული ვალუტა საქართველოში საგრძნობლად გაიაფდა. რასთანაა დაკავშირებული დოლარის კურსის ვარდნა? არის თუ არა ეს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის რეალური მაჩვენებელი, თუ ეს, უბრალოდ, სურვილია, კურსის ხელოვნური ცვლილების ხარჯზე დემონსტრირება მოხდეს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება სტაბილიზირდება და უმჯობესდება კიდეც?
- ქართველი მუშების მშიერი ყოფა 29.05.2013 16:58 უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის მუშები არიან გაფიცულნი. თუმცა, შიმშილობის გამოცხადების მიუხედავად, საწარმოს ადმინისტრაცია შეუდრეკელია. იგი მიიჩნევს, რომ მუშებს ზურგს უცნობი ძალები უმაგრებენ, რომლებიც მათ არარეალურ და არაადეკვატურ მოთხოვნებს კარნახობენ. ადმინისტრაცია აპირებს, ვაკანტური ადგილების ესახებ გამოაცხადოს, მიიჩნევს რა, რომ ახალი თანამშრომლების აყვანა უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ძველი მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილება.
- საქართველო სტიქიას რაკეტებს დაუშენს 23.05.2013 13:25 ის იყო სახელმწიფომ კახელ გლეხებს 2012 წლის სეტყვით დაზიანებული მეურნეობებისთვის კომპენსაცია გადაუხადა, რაც ახალი უბედურება მოხდა. ამჯერადაც კახელებისთვის ესოდენ ”კარგად” ნაცნობმა სტიქიამ იჩინა თავი. მთავრობამ დაითვალა, რომ უფრო ხელსაყრელი ზომების წინასწარ მიღება და სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება იქნება, ვიდრე სტიქიის შედეგების განეიტრალება. მით უმეტეს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შემდეგ, ზოგი კახელი ძალიან უცნაურად მოიქცა და თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა. მაგალითად, ”მერსედესი” იყიდა.
- ვანო მერაბიშვილი დაკავებულია 23.05.2013 13:21 საქართველოში დაკავებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. იგი ქალაქ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობაში, დაკითხვის დასრულებისთანავე დააკავეს.
ქართულ “რუსულ მაფიასთან” ბრძოლაში
17.03.2010 | 23:46ევროკავშირის ქვეყნებში დააკავეს 69 მაფიოზი ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან. დამნაშავეების უმეტესობა ქართველია, მათ ფულის გატეთრებვაში, იარაღით და ნარკოტიკების ვაჭრობაში, ქურდობაში, ქრთამის აღებაში, ფულის გამოძალვაში და მკვლელობების დაგეგმვაში ედებათ ბრალი.მათთან ერთად განსასჯელთა სკამზე შეიძლება აღმოჩნდეს ტარიელ ონიანიც, რომელიც, ზოგიერთი მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილა აფინანსებდა, ახლა კი ის პროკურატურის მოთხოვნით ესპანელებს გადაეცემათ.
ესპანეთში ქართული მაფია "რუსულში" ერევათ. როგორც საბჭოთა დროის ხდებოდა, რუსულენოვან მოსაუბრეებს რუსებს უწოდებდნენ, სულერთია ისინი ტაჯიკები იყვნენ, უკრაინელები თუ ქართველები.
ასე რომ ესპანური პრესა განიხილავს მომხდარს, როგორც "რუსული მაფიის წინააღმდეგ ბრძოლას". ასე იყო 2005 წელსაც. როდესაც "ოსას" ოპერაციის დროს დააკავეს 28 კავკასიელი, ხოლო მათი მთავარი ტარიელ ონიანი, ყალბი დოკუმენტებით გამოექცა ესპანელებს რუსეთში.
ასე მოხდა 2008 წელსაც, როდესაც ოპერაცია "სამეულის" დროს ესპანეთის ციხეში ჩასხდნენ გენადი პეტრვი და ალექსეი მალიშევი, ასევე მათი 20 მოკავშირე.
ახლაც გაირკვა, რომ ოპერაციის დროს ძირითადად ქართველები არიან დაკავებული, მათ შორის არის რამდენიმე სომეხი და რუსი. ინტერვიუში კი ესპანელები აცხადებენ, რომ ქართველები სათავეში ედგნენ მაფიოზურ სტრიქტურას. ასე რომ უფრო სწორი იქნება თუ ამ ყველაფერს "ქართულ მაფიას" უწოდებენ, როგორც ამას ზოგიერთი დასავლური სიანფორმაციო სააგენტო აკეთებს.
ახლახან მხოლოდ ესპანეთში დააკავეს 24 ადამიანი. კიდევ დაახლოებით 45 დამნაშავე დააკავეს გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, იტალიაში და შვეიცარიაში. როგირც იუწყება სააგენტო ფრანს პრესი, ოპერაციას წინ უსწრებდა გამოძიება, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ტარდებოდა. დაჯგუფება ფულს ათეთრებდა ესპანელი იუველირის მეშვეობით, რომელიც ვალენსიაში ცხოვრობდა, ასევე რამდენიმე სომეხი ბიზნესმენის მეშვეობით, რომლებიც ფულს მცირე ბიზნესში დებდნენ.
ერთ-ერთი დაკავებული არის 38 წლის კანონიერი ქურდი კახაბერ შუშანაშვილი, მეტსახელად კახა რუსთაველი, რომელიც ბარსელონაში ცხოვრობდა. კიდევ ერთი მათგანი იყო 37 წლის ზვიად დარსაძე. სხვა დაკავებულთა სახელები ჯერ არ მჟღავნდება.
ქართულმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტების კითხვაზე უპასუხა, რომ არ ფლობს ინფორმაცია ევროპაში დაკავებულ ქართველებზე. მაფიოზებმა გაიკეთეს ადგილობრივი ესპანური პასპორტები. კახა შუშანაშვილმა ფიქტიურ ქორწინებას მოაწერა ხელი ესპანეთის მოქალაქესთან.
ძმის გავლენის წყალობით, კახა გახდა ევროპისკენ ორიენტირებული, მას შესტავაზე სხვა ქვეყნის ჯგუფის ევრობას, ის აკონტროლებდა და იცავდა თავისი კლანის ინტერესებს. ძირითადად, მას ევალებოდა კანონიერი ქირდების ძებნა, რომლებიც ტარიელ ონიან მოსწონდა.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info