RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროპა კარს გააღებს

18.03.2010  |  09:21

5594.jpegგუშინ ბრიუსელიდან თბილისს კარგი ამბები ჩაუვიდა. ევროსაბჭოს მუდმივი თავმჯდომარის ჰერმან ვან რომპეის თქმით, ზაფხულში ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის შეიძლება ხელი მოეწეროს სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმებას. დასავლეთში თვლიან, რომ საქართველო გახდა ამიერკავკასიის პირველი ქვეყანა, რომელმაც წარმატებით დაასრულა ევროკავშირთან მოლაპარაკებები. როგორ აისახება ამ დოკუმენტების რეალიზაცია ქართველი ემიგრანტების ნაკადზე ევროპის ქვეყნებში?

შეთანხმებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ გახმოვანდა გასული წლის ნოემბერში. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ეს დოკუმენტები არის საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის კარგი ინდიკატორი.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორი დოკუმენტის მომზადება და რეალიზაცია გადის ინიციატივის "აღმოსავლეთის პარტნიორობა" ფარგლებში, რომელიც შეიცავს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს და 6 პოსტსაბჭოთა ქვეყანას. თუმცა, ჯერ კიდევ პარტიონორის ჩამოყალიბებამდე ამ ორგანიზაციას პრობლემები შეექმნა. რესპუბლიკა ძალიან მოხიბლა ევროპაში უვიზო რეჟიმით მიმოსლვამ და მოითხოვდა, რომ ეს პუნქტი დაუყოვნებლივ შესრულებულიყო. რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირს არ აწყობდა. ბევრი ქვეყანა ამის წინააღმდეგაც კი გამოვიდა.

მიუხედავად ამისა, "რჩეულ ექვსეულს" ევროკავშირში მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ - ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, რომლებიც უკვე ევროკავშირში არიან.

ბრიუსელში, არაერთხელ უთქვამთ, რომ ეროკავშირი დაეხმარებოდა საქართველოს და სხვა ქვეყნებს ასოცირებული შეთანხმებისთვის მომზადებაში. "ჩვენ გთავაზობთ ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ საქართველომაც უნდა უშველოს თავს,- განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა.- თუკი თბილისი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებსბს, ჩვენ მას ყველა ნაბიჯში დავეხმარებით". დიპლომატის თქმით, ბრიუსელი ატარებს პოლიტიკას, რომლის მეშვეობითაც საქართველოს შეუწყობს ხელს, თუმცა საპასუხოდაც "პარტნიორულ ქცევას" ელის.

თუმცა, ამ უკანასკნელთან დაკავშირებით პრობლემებია. როგორც ცნობილია, გასული წლის 15 დეკემბერს ქართველებმა და ჩეჩნებმა გაიტაცეს პოლონეთის ქალაქ ლეგნიცში მატარებელი. ისინი აპირებდნენ სტრასბურგამდე ჩასვლას, რათა დაეჩივლათ ცუდი მდგომარეობის გამო. თუმცა, პოლონურ-გერმანულ საზღვარზე პოლონურმა პოლიციამ ემიგრანტები შეაჩერა.

ოფიციალური მონაცემებით, ქართველების მთავარი მასა ჯრ პოლონეთში ჩადის, შემდეგ კი გადადიან შუაგულ ევროპაში. შვეიცარიაში ქართველები რაოდენობის მიხედვით მეხუთე ადგილს იკავებენ. ამასთანავე ბელორუსიისა და პოლონეთის საზღვარს დღეში ასამდე ქართველი კვეთს, თანაც წერენ განცხადებებს პოლიტიკური თავშესაფრის თხონით. თუკი 2000-2008 წლებში პოლონეთში ცხოვრების სურვილს მხოლოდ 400 ქართველი თუ გამოთქვამდა, ახლა მხოლოდ გასულ წელს ამ რიცხვმა 3 500 ადამიანს მიაღწია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100