RSS
на русском en in english
22.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

შემდეგი გაჩერება – ეუთო

18.03.2010  |  11:24

5595.jpeg19 მარტს საქართველო, ეუთოს წინაშე - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ახალ სტრატეგიას წარადგენს. ოფიცილაურ თბილისს, დოკუმენტის რეალიზებაში ორგანიზაციის მხარდაჭერის და „ მის საბოლოო ფორმატში, თავად ეუთოს მიდგომების ასახვის" იმედი აქვს. ცოტა უფრო ადრე, საქართველოს წარმომადგენლებმა სტრატეგია გაეროს, ევროკავშირსა და ნატოს გააცნეს, სადაც ქართველი სტარეტეგების გეგმას მწვანე შუქი აუნთეს. გაივლის თუ არა დოკუმენტი, დასავლეთის მხრიდან მოწონების მეოთხე სტადიას?

საქართველომ, ამ წლის დასაწყისში - სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში დამტკიცებული სტრატეგიის ჩარჩოებში მოქმედების გეგმა შეიმუშავა. დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობებს შეეხება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობასთან, ასევე მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა საგანმანათლებლო, კულტურული და სახალხო დიპლომატიური კავშირების განვითარება. ოფიციალურ პირთა გნცხადებით, დასახულია რესპუბიკებში მცხოვრები ადამიანების დაახლოვებისათვის აუცილებელი ნაბიჯები: საზღვრების უსაფრთხოდ გადაკვეთიდან დაწყებული, ეკონომიკური თანამშრომლობით დასრულებული.

თუმცა კი, მიუხედავად ტერიტორიული პრობლემების მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის გზით დარეგულირების დაპირებებისა, ახალგაზრდა ამიერკავკასიური რესპუბლიკები დოკუმენტის ქართულ დანამატში „მარიონეტული რეჟიმების" მიერ კონტროლირებად „ოკუპირებულ ტერიტოტრიებადაა" მოხსენიებული.

ახალგაზრდა რესპუბლიკებში, მსუბუქად რომ ვთქვათ, საქართველოს სტრატეგიისადმი სკეპტიკურად არიან განწყობილნი. აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ: სოხუმი არ აპირებს ამ დოკუმენტის განხილვას და მას „გალის რაიონის მოსახლეობის მოსყიდვის მცდელობად თვლის".

თავის მხრივ, პოსტკონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, რომ ამ დოკუმენტს არანაირი კავშირი არ აქვს ამიერკავკასიურ რესპუბლიკასთან. „ სავარაუდოდ, ქართული მხარე, მიმართავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „ალტერნატიულ ხელისუფლებებს". ამ გეგმას საერთო არაფერი აქვს რეალურ სიტუაციასთან. ვფიქრობთ, რომ სტრატეგია არ არის შემუშავებული საქართველოში, ისევე როგორც ეგრეთ წოდებული გეგმა „ჩისტოე პოლე". ვფიქრობ, რომ ეს ფიარია და ფულის გათეთრების საშუალება". - ვარაუდობს ჩოჩიევი.

მიუხედავად სოხუმისა და ცხინვალის ამგვარი დამოკიდებულებისა, ქართული სტრატეგია დიდი წარმატებით სარგებლობს დასავლეთში. თებერვალში, დოკუმენტმა რეცენზირება გაიარა გაერთიანებული ერების ორგანზაციაში (გაერო) და მოწონებულიც იქნა. ორგანიზაციაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ლომაიამ მაშინათვე განაცხადა, რომ: წამოწყების წარმატება იმასთანაა დაკავშირებული, რომ სტრატეგიაში მკაფიოდაა გაწერილი, სახელმწიფოს მხრიდან რესპუბლიკების „საკუთარ" მოქალაქეებთან თანამშრომლობის სურვილი და მისწრაფება. „ მოცემული დოკუმენტის განხორციელებაში, უკვე გამოიკვეთა გაეროს როლი".- აღნიშნა დიპლომატმა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100