RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სომხები დაისჯებიან ანკარის ამერიკული შანტაჟისთვის

18.03.2010  |  13:51

5598.jpegთურქეთის პრემიერმა რეჯეფ თაიფ ერდოგანმა პირობა დადო, რომ ქვეყნიდან 100 000 სომეხ ემიგრანტს გადევნიდა გენოციდის რეზოლუციის გამო. თურქები ერევანისგან მისი დიასპორის "დაწყნარებას" მოითხოვენ, რომლის დახმარებითაც ამერიკა ყოველწლიურად ზეწოლას ახდენს ანკარაზე და იმუქრება, რო აღიარებს სომხების გენოციდს. ისე, მცოცავი გენოციდი უკეთესია, ვიდრე სისხლიაი გარჩევა.

ანკარამ მოიფიქრა, თუ რით გადაიხადოს სამაგიერო რეზოლუციის დადასტურების გამო, რაც 4 მარტს მოხდა. ერდოგანი დაიმუქრა, რომ ამის გამო განდევნია თურქეთიდან იქ მცხოვრებ სომხებს.

"ჩემს ქვეყანაში ცხოვრობს 170 000 სომეხი, მათგან 70 000 თურქეთის მოქალაქეა. ხვალ, თუკი საჭირო გახდება, მე იმ 100 000 სომეხს ქვეყანას დავატოვებინებ. მე ამას იმიტომ გავაკეთებ, რომ ისინი ჩემი ქვეყნის მოქალაქეები არ არიან და მე არ ვარ ვალდბეული ისინი შევინახო",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან განმარტა, რომ ამაზე წავა, თუკი სომხური დიასპორა არ შეწყვეტს თავისი ნების გახმოვენაბეას. თურქეთმა, როგორც ცნობილია, თანხმობა განაცხადა საზღვრის გახსნაზე. დარჩენილია მხოლოდ პარლამენტში პროტოკოლების რატიფიცირება. თუკი ასეთ გადამწყვეტ მომენტში თურქეთის პარტნიორი ამერიკა აღიარებს გენოციდს, სომხურ-თურქული მოლაპარაკების პროცესი გაწყდება.

"თურქეთი მიზანმიმართულად აგრძელებს და კვლავ გააგრძელებს პოლიტიკას "არანაირი პრობლემა მეზობლებთან". თუმცა თუკი ჩვენ გაწვდილ ხელს მუშტს დაახვედრებენ, აქ ვეღარაფერს იღონებ",- განმარტა ერდოგანმა.

ის გამოიოდა დიდ ბრიტანეთში, იუსტიციის მინისტრის მიერ გამხნევებული იმის გამო, რომ ინგლისური პარლამენტი არ მიიღებს გენოციდის აღიარებას. მინისტრის თქმით, ამ ინიციატივას მხოლოდ ერთი დეპუტატი უჭერს მხარს.

აი შვედეთის პარლამენტმა კი 11 მარტს მიიღო მსგავსი რეზოლუცია და თურქეთის პრეზიდენტი სამშობლოში ჩავიდა კონსულტაციებისთვის. დღის წესრიგში მსგავსი კანონპროექტის განხილვის შეტანას აპირებს ესპანეთის პარლამენტიც.

მსოფლიოს 20 ქვეყანზე მეტმა აღიარა პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთში სომხების ჟლეტის ფაქტი. თუმცა თავად ანკარა ციფრებს გაბერილად მიიჩნევს და დაჟინებით მოითხოვს ამ ფაქტის ისტორიულ გამოძიებას სომეხ და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად. თურქეთს იმდენად არ ეშინია იმიჯის დაზიანების, რამდენადაც სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიებისა, რაც შეიძლება მოყვეს ისტორიის გადახედვას.

ამერიკაში ექვსი შტატის გარდა ყველამ აღიარა გენოციდი. სომხური დიასპორა, რომელიც ამერიკაში 2,5 მილიონ ადამიანს შეადგენს, მოითხოვს რეზოლუციის მიღებას მტელი მასშტაბით. პრეზიდენტობის კანდიდატები გამუდმებით უყენებენ სომხეთის ფაქტორს არჩევნებზე და პირობას დებენ, რომგამარჯვების შემთხვევაში ისტორიულ სამართლიანობას აღადგენენ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100