RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჟენევის მოლოდინი

19.03.2010  |  13:37

5608.jpegსაერთასორისო ორგანიზაციის სპეცწარმომადგენლები ამ დღეებში ატარებენ შეხვედრებს საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლებასთან ჟენევის დისკუსიების ახალი რაუნდის თაობაზე. თბილისს იმედი აქვს, რომ განიხილავენ ევროკავშირის მიერ სემუსავებულ დოკუმენტს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ. ახალგაზრდა რეგიონში კი გარკვეული წინსვლის იმედებს ამყარებენ გაეროს ახალ ელჩზე ანტი ტურუნენზე, რომელიც გუშინ ჩავიდა სოხუმში.

შეგახსენებთ, რომ პირველად მხარეებმა მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა გადაწყვიტეს 2008 წლის ოქტომბერში. მაშინ საქართველომ მოითხოვა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხოლოდ ექსპერტები დონეზე ყოფილიყო წარმოდგენილი. თუმცა ასეთი სტატუსი კატეგორიულად არ აწყობდა და მათმა დელეგაციებმა დემონსტრაციულად დატოვეს დარბაზი. რუსეთის დელეგაციამაც უარი თქვა მოლაპარაკებების წარმოებაზე მათ გარეშე. ამგვარად, არ შემდგარა ერთობლივი სხდომა. მოხერხდა მხოლოდ ცალკე კონსულტაციების ჩატარება გაეროს, ევროკავშირის, ეუთოს და ამერიკის მონაწილეობით: ერთი ჩატარდა რუსეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თანხლებით, მეორე კი საქართველოსთან.

დისკუსიების ეს დორმატი დღემდე შენარჩუნდა. მორიგი რაუნდის ჩატარების აუცილებელი პირობა არის საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან წინასწარი კონსულტაციების ცატარება.

ახლახან გაერომ დანიშნა ახალი წარმომადგენელი საქართველოში. ეს პოსტი დაივა ანტი ტურუნენმა, რომელსაც დასავლეთში ბრწყინვალე დიპლომატის რეპუტაცია აქვს. ნიუ იორკში თვლიან, რომ მისი უნარები და ცოდნა განსაკუთრებით გამოვლინდა საქარველოს კრიზისის პრობლემის გადაჭრის დროს, როდესაც ფინეთი იყო ეუთოს თავმჯდომარემ, ხოლო თავად ტურუნენი იყო ამ ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს ხელმძღვანელი.

ამ კვირაში ანტი ტურუნენი ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად თბილისში ჩავიდა. გიგა ბოკერიამ შეატყობიან დიპლომატებს, რომ ჟენევაში საქართველო დასვამს ადამიანის უფლებათა დაცვის, დევნილების დაბრუნების და უსაფრთხოების საკითხებს.

გუშინ ტურუნენი სოხუმში ჩავიდა. აფხაზეთის დედაქალაქმა თბილად მიიღო საერთაშორისო სტუმარი. რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელმა მოლაპარაკებების პროცესში ვიაჩესლავ ჩირიკბამ გამოთქვა იმედი, რომ აფხაზეთი ნაყოფიერად ითანამშრომლებს ფინელ დიპლომატთან. ჩიკირბას აზრით, ახლა აუცილებელია ისეთი შეთანხმების შემუშავება, რომელიც აამაღლებს კავკასიაში უსაფრთხოების დონეს. "ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევა ფუჭი არ არის. სტაბილურობაში რეგიონის ყველა ქვეყანა არის დაინტერესებული. რთული სამუშაოა, მაგრამ მაინც ღირს ამის გაკეთებს",- აცხადებდა ის. თავის მხრივ, ტურუნენმა მადლობა გადაუხადა თანამოსაუბრეს და აღნიშნა, რომ გაითვალისწინებს აფხაზური მხარის სურვილებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100