RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროპა საქართველოს: ნუ ახდენთ ომის პროვოცირებას

19.03.2010  |  23:49

5612.jpegევროპის კავშირი საკუთარი რისკის ფასად განაგრძობს საქართველოსთან დაახლოვებას. უკვე მიღწეულია სავიზო რეჟიმის გამარტივება და მზადების პროცესშია ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები. და ამ ფონზე სრულიად უადგილო და ზედმეტი გახლდათ ევროპული პარტნიორობის იმიჯისათვის, ისეთი თვითმყოფადი გამოხტომები, როგორიც გახლდათ „იმედის" სიუჟეტი, რუსეთის გამოგონილი თავდასხმის შესახებ. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟოზე მანუელ ბაროუზომ, პრემიერ ნიკა გილაურს მოუწოდა ქვეყანაში მდგომარეობის გამამწვავებელი ქმედებებისაგან შეიკავონ თავი.

ბაროუზოს და გილაურის შეხვედრა ( ფოტოზე) ბრიუსელში შედგა. ჩვეულებრივ ქართული დელეგაცია იქ მატერიალურ-იდეოლოგიურ მხარდაჭერას იღებს და ახალი გაცისკროვნებული პერსპექტივებით ბრუნდება ხოლმე. მაგრამ, ამჯერად ისინი ტელეარხ „იმედის" გამოხტომისთვისაც დატუქსეს, რომელმაც ახალი ომის „მოდელირებით" საკუთარი ქვეყანა ლამის ყირაზე დააყენა.

"მე მსურს, რომ საქართვეომ თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებებისგან, რასაც რეგიონში მდგომარეობის დაძაბვა შეიძლება მოჰყვეს. - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ.- მე ფრიად შეშფოთებული ვარ ტელემაყურებლების ამგვარი გათამაშების გამო".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ „იმედის" მხრიდან „არც თუ ისე კარგი საქციელი იყო" ამგვარი ტელერეპორტაჟის ეთერში გაშვება. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდება. მაგრამ, მან დასაწყისშივე იმართლა თავი იმით, რომ ხელისუფლება არ აკონტროლებს კერძო ტელეკომპანიას.

ოღონდაც, მისი სიტყვები ცოტა რთული დასაჯერებელია. 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ, როდესაც დემონსტრანტების მხარდაჭერისათვის ტელეარხი „იმედი" დაარბიეს და ტელეკომპანიამ დამოუკიდებლობა დაკარგა. თავიდან ის უბრალოდ დახურეს, მისი მფლობელის - შერისხული ქართველი ოლიგარქის ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ კი, კანონიერ მემკვიდრეთა უფლებების დარღვევით არაბ ინვესტორებს მიჰყიდეს. ხელისუფლების მიმართ საკუთარი ლოიალობა, ახალმა მფლობელებმა არაერთხერლ დაამტკიცეს ტელეარხის მხრიდან ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული, საინფორმაციო პოლიტიკით.

რუსეთის თავდასხმისა და სააკაშვილის მკვლელობის შესახებ სიუჟეტიც, არ შექმნილა სახელისუფლებო სტრუქტურების მონაწილეობის გარეშე. ამას დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებულ საიტ „სოროკა"-ზე გამოქვეყნებული ორი სატელეფონო

საუბრის აუდიოჩანაწერიც მოწმობს. ერთერთში ტელეკომაონიის ხელმძვანელი გიორგი არველაძე საკუთარ თანამშრმელს არწმუნებს, რომ პრეზიდენტი საქმის კურსშია. მოერე შემთხვევაში - თავად სააკაშვილი ტელესენსაციის ეთერში გასვლის შემდგ, ერთერთ მინისტრს უხსნის , რომ შეცდომა მხოლოდ გამაფრთხილებელი ტიტრების უქონლობა. იყო.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100