RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

„იმედის“ ქრონიკისათვის სასამართლო შეშლილებზე

22.03.2010  |  10:30

5616.jpegტელესიუჟეტისათვის, რომელიც ნაციონალურ პანიკას გამოიწვევს, უნდა გაასამართლო და ჩააჯინიო ან ციხეში ან საგიჟეთში. ქართულმა ოპოზიციამ მოჩივანის როლი აიღო და სასამართლოში განცხადებასბ ამზადებს „იმედის" გენერალური დირექტორის გიორგი არველაძის და ქვეყნოის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

ტელეკომპანია „იმედის" მიერ რუსეთის თავდასხმისა და საქართველოს ლიდერის მკვლელობის შესახებ ხუმრობის შედეგ, ყველას ეგონა, რომ ამის შესახებ პასუხისმგებლობის მქონე პირები, სასწრაფოდ დაისჯებოდნენ. ნუ ყოველ შემთხვევაში პოსტებს მაინც დაკარგავდნენ.

მაგრამ, არა. ნაციონალურმა საკომუნიკაციო კომისამ მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალსტებს ბოდიშის მოხდა ურჩია მაყურებლების წინაშე, ასევე პრაიმ-თაიმის დროს ანუ სწორედ იმავ დროს როცა ეთერში „მოდელირებული" საინფორმაციო გამოშვება გავიდა. „ტელეკომპანია „იმედმა" თავის ეთერში უნდა წაიკითხოს, თუ რა პუნქტები იქნა დარღვეული. გადაწყვეტილება უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო. ის რაც მოხდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვისაა საშიში".- აღნიშნა კომისიის წევრმა ირაკლი მოსეშვილმა.

სულ ეს იყო. ტელეკომპანიის ხელმძღვანელი გიორგი არველაძე არც თავად აპირებს გადადგომას და არც რომელიმე თანამშრომლის დათხოვნას.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც ისეთი სახე მიიღო, რომ არ არის კმაყოფილი სიუჟეტით. გადაცემა, მისი თქმით, ჟირნალისტური ეთიკის დარღვევით იყო მომაზდებეული.

ამასთან ერთად „მკვდრეთით აღმდგარმა" სახელმწიფოს მეთაურმა მოვლენების რეალურთან მსაგვსებაზე გაამახვილა ყურადღება. ხოლო „მოდელირების" მასშტაბების და იმის გათვალისწინებით, რომ „იმედი" სულაც არ არის მთლიანობაში დამოუკიდებელი ტელეარხი, ოპოზიცია მას ცრუ თავდასხმის ლამის მთავარ ავტორად მიიჩნევს, რომლის გამოც შაბათ საღამოს მთელი ქართველი ხალხი, ნახევარი საათის განმავლობაში პანიკასა და შიშს მიეცა.

გუშინ რამდენიმე პოლიტიკური პარტია „ნაციონალურ საბჭოდ" გაერთიანდა, იმისთვის რომ ერთობლივად გადაწყვიტონ, რა მოუხერხონ ხელისუფლებას და აღარ დაუშვან ადამიანებზე ამგვარი ექსპერიმენტების ჩატარება. უკვე გაუჟღერა წინადადებამ, ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. მაგრამ ეს - დღევანდელი დღის საკითხი არ არის.

უახლოე მომავალში ოპოზიციური პარტიები სასამართლოში უჩივლებენ გიორგი არველაძესა და მიხეილ სააკაშვილს. საჩივრებს სხვადსხვა საფუძველი ექნება.

„დაზარალებულები" მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი და „ დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ხელმძღვანელი ნინო ბურჯანაძე საჯარო მობოდიშებას მოითხოვენ, იმისათვის, რომ სიუჟეტში მოღალატე-კოლაბორაციონისტებად წარმოაჩინეს და ქრონიკის ავტორებმა ისინი „სახალხო მთავრობი" ხელმძღვანელებად „დანიშნა", რომელმაც რუსების მიერ დაპყრობილ ქვეყანაში, საკუთარ თავზე აიღო მმართველობა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100