RSS
на русском en in english
25.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ახალი კრედიტები – ახალი იმედები

22.03.2010  |  10:33

5617.jpegსაქართველო კვლავ აგრძლებს ვალების ჭაობში ჩაფლობას. ამჯერად რესპუბლიკამ 180 მილიონი ევრო მიიღო რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკისგან. ფული მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზების მშენებლობასა და თბილისის რკინიგზისა სადგურის ქალაქის ცენტრიდან, გარეუბანში გადატანას მოხმარდება. მართალია მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ეს ისტორიული პროექტებია. მაგრამ, საქართველოს საგარეო ვალი უკვე ოთხ მილირად დოლარს მიუახლოვდა.

არც ისე დიდი ხნის წინ, საქაეთველოს ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის საგარეო ვალი, გასული წლის განმავლობაში 30, 8 პროცენტით გაიზარდა და ახლა ის თითქმის სამი მილიარდი დოლარია. აქედან 118 მილიონი თბილისს, მოსკოვის მართებს. GeorgiaTimes -ი უკვე წერდა იმ ტენდენციებზე, რომლებიც თბილისის მიერ საგარეო ვალების შეგროვებაში შეიმჩნევა. თუ კი 2008 წელს ის ორნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენდეა, ერთი წლის შემდეგ - ერთი მილიარდით გაიზარდა. მას მერე კი თბილისს დონორების სამი მილიარდ ნახევარი დოლარი მართებს.

თამნაც, როგორც ჩანს თბილისი ამ ციფრებზე გაჩერებას არ აპირებს. მარტში, საერთაშორისო სავალიუტო ფონდის მმართველთა საბჭო, რესპუბლიკისთვის მორიგი 150 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფის საკითხის გადაწყვეტას გეგმავს. მაზე ცოტა კიდევ უფრო მეტ თანხას მიიღებს საქართველო, რეკონსტრიქციისა და განვითარების ევროპული ბანკისგან.

ოფიციალური მონაცემებით, მთელი საკუთარი მიღვაწეობის განმავლობაში რეკონტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა ქვეყანა 700 მილონი ევროთი დააფინანსა და 120 პროექტი განახორცეილა ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, გადმოსცემს პრაიმ-ტასსი.

თებერვლის ბოლოს ბანკის მმართველობამ, თბილისთან მიმართებაში ახალი სტრატეგია დაამტკიცა, უახლოესი სამი წლის განმავლობაში. ბანკმა ასევე გამოყო პოსტსაბჭოთა რესპუბკის სივრცეზე მოღვაწეობის ორი მთავარი მიმართულება. ერთის მხრივ, საქართველოს ფინანსური სექტორის პოზიციის გამაგრება იმ რაოდენობით კაპიტალის მოდინების დახმარებით, რაც საკმარისი იქნებოდა ბანკების აქტიური საკრედიტო პოლიტიკის განსაახლებლად. მეორე მხრივ - ეს იმ პროექტების მხრდაჭერაა, რომლებიც რესპუბლიკის ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებას შეუწყობს ხელს. „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დახვეწის მნიშვნელობა საქართველოში და საერთოდ ამიერკავკასიაში, ძირითადად როგორც ევროპის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიას შორის მარშუტების სატრანზიტო რგოლის განვითარება".- აღნიშნული რეაბილიტაციისა და აღორძინების ევროპული ბანკის ოფიციალურ მოხსენებაში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100