RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მიშასთან საუბარი

23.03.2010  |  10:16

5628.jpegტელეარხ „იმედზე" გასული გადაცემის გარშემო ატეხილმა სკანდალმა, გაგრძელება ჰპოვა. მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია სატელეფონო საუბრის ჩანაწერის შესახებ, რომელშიც არხის გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე ამბობს ( ყოველ შემთხვევასი ხმის მსგავსება ძალიან დიდია), რომ რუსეთის ჯარების შემოჭრის იმიტაცია, საქართველოს პრეზიდენტთანაა შეთანხმებული. მართალია, თავად არველაძე ჩანაწერის ჭეშმარიტებას უარყოფს და ყოველივე ამას პროვოკაციას უწოდებს, რომლის უკანაც რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.

როგორც უკვე წერდა GeorgiaTimes-ი , შაბათ საღამოს ქართულმა ტელეარხმა „იმედი" მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხა პანიკის პროვოცირება - გადაცემით, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ვითომც და რუსეთის ჯარები შემიჭრნენ და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუზუსტებელი ინფორმაციით მოკლეს. გაფრთხილებით, რომ ტელეარხი შესაძლო მოვლენების სცენარს აჩვენებს, „თუ კი ქართული საზოგადოება კონსოლიდირებული არ იქნება რუსეთის გეგმის წინააღმდეგ", ტელეკომპანიამ გადაცემა „სპეციალური რეპორტაჟი" დაიწყო, ჩვეულებრივი საინფორმაციო სიახლეების ჩართვით, რომელთა მიმდინარეობის დროსაც, რუსეთის შემოჭრისა და ქვეყნის პრეზიდენტის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია იქნა გაჟღერებული.

გუშინ საღამოს ინტერნეტში სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის მიმდინარეობისასაც ხმა, რომელიც ძლიან ჰგავს „იმედის" გენერალური დირექტორის გიორგი არველაძის ხმას, თანამოსაუბრესთან განიხილავს, რომლის ხმაც ასევე ჰგავს მისი მადგილის ეკა წამალაშვილის ხმას, რუსეთის შემოჭრის შესახებ სიუჟეტის მომზადების საკითხს, გადომსცემს „ინტერფაქსი". თანამოსაუბრეები იმის შესახებ ლაპარაკობენ, რომ სიუჟეტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული რეალობასთან და ისე გაკეთდეს, რომ ადამიანებმა დაიჯერონ ის. ასევ მსჯელობენ იმაზე, თუ რამდენად კანონიერია მგვარი მასალის ეთერში გაშვება, თუ კი მას არ ექნება გამაფრთხილებელი წარწერა, რომ მოვლენათა განვითარება მოდელირებულია, თუმცა არველაძის მსგავსი ხმა, ირწმუნება, რომ „მიშას ესაუბრა" და სწორედ მან გასცა რეკომენდაცია, არ გაკეთდეს ხსენებული გამაფრთხილებელი წარწერები.

ახალ უკვე არველაძე ამბობს, რომ სპეციალური რეპორტაჟის მიზანი მოსახლეობაში პანიკის დათესვა კი არ იყო, არამედ შესაძლო საფრთხის აცილება, იტყობინება რია ნოვოსტი. „რეზულტატი, რომელიც გადაცემას მოჰყვა, ის არ იყო რაც მას მოჰყვა. ჩვენი ამოცანა არ ყოფილა საზოგადოების დაშინება, არამედ იმ საფრთხეების ჩვენება იყო, რომლებიც რეალურად დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე".- განაცხადა არველაძემ. მან კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში საქართველოს მოქალაქეების წინაშე გადაცემის შინაარსის და იმ შედეგების გამო, რაც მას მოჰყვა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100