RSS
на русском en in english
22.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილი აზერბაიჯანულად ალაპარაკდა

23.03.2010  |  10:19

5629.jpegსაქართველოში მუსულმანური დღესასწაული ნავრუზუ, საერთონაციონალური გახდა. ქვეყნისთვის, რომელშიც განსაკუთრებული მდგომარეობა კონკორდატის გამო მართლმადიდებლურ ეკლესიას უჭირავს, სიახლე მართლაც რევოლუციურია. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა დასავლელი დემოკრატების რჩევა შეისმინა და გადაწყვიტა ქვეყანაში ყველა რელიგიის გათანასწორება? თუ უბრალოდ აზერბაიჯანთან ურთიერთობების გამყარება განიზრახა?

ამ დღეებში მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანულად ალაპარაკდა. ასე მიულოცა მან ქვემო-ქართლის მცხოვრებლებს მუსულმანური ახალი წელი (ნავრუზუ ბაირამი), ეს საქართველოს ის რეგიონია, რომელიც უპირატესად ზერბაიჯანლებით არის დასახლებული.

პრტეზიდენტმა ქალაქ მარნეულში აღფრთოვანებულ ხალხს გამოუცხადა, რომ ნავრუზუ ამიერიდან ქვეყანაში, საერთონაციონალური დღესასწაული იქნება:"მე მინდა იცოდეთ, რომ ამ დღეს თქვენთან ერთად მთელი საქართველო ზეიმობს. მთავრობის გადაწყვეტილებით თქვენი ნაციონალური დღესასწაული, საერთო ნაციონალურად ცხადდება და ამიერიდან მას, ყოველწლიურად თქვენთან ერთად, მთელი ქვეყნის მოსახლეობა იზეიმებს". მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლება ადასტურებს, რომ მისთვის ყველა მოქალაქე ერთნაირად ძვირფასია. მნიშვნელოვანია როგორც ამ მოქალაქეების პრობლემები, ასევე სიხარულიცა და დრესასწაულებიც.

ამას გარდა, პრეზიდენტმა შეხსენება გააკეთა უმაღლეს სასწავლებლებში ნაციონალური უმცირესობის წარმომადგენელი აბიტურიენტებისათვის შემოღებული ახალი წესების შესახებ. როგორც ცნობილია, ხელისუფბეამ ნება დართო სომხური და აზერბაიჯანული სკოლის დამთავრების შემდეგ, უმაღლესსი ჩაბარებისას ამ ადამიანებმა მშობლიურ ენაზე ჩააბარონ გამოცდები, შემდეგ კი პირველი კურსის განმავლობაში გაძლიერებულად შეისწავლონ ქართული. თუ კი სახელმწიფო ენა წარმატებით იქნება ათვისებული, მაშინ სტუდენტი პროფესიის შესწავლას საქართველოში გააგრძელებს. „ჩვენ ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ თქვენ არსად არ მოგიწიოთ, უმაღლესი განათლების მისაღებად გამგზავრება".- განმარტა პრეზიდენტმა.

მარნეული, პრეზიდენტის ტრაბახით, მისი მმართველობის პერიოდში უყურადღებოდ მიტოვებული პატარ ქალაქიდან, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად გადაიქცა. ერთერთ უახლოეს სოფელ ალგეთში კი, ძველისძველი მეჩეთის აღდგენა დაიწყო, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს დაიკეტა და კლუბად გამოიყენებოდა.

სააკაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და მთელს აზერბაიჯანელ ხალხს იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც მეზობელი სახელმწიფო ყოველთვის იჩენდა საქართველოსათვის მძიმე წუთებში.

პრეზიდენტმა მარნეულის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა, აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატს განირა ფაშაევას, მას მედალი და საპატიო სიგელი გადაეცა. „ ეს ჩემი პირადი მეგობარია და მე ამაყი ვარ იმით, რომ ასეთი მეგობარი მყავს, რომელიც ყოველთვის ჩვენი ხალხის გვერდით დგას".- აღნიშნა მან.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100