RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტისგან ხსნას ცდილობს

23.03.2010  |  15:21

5633.jpeg"იმედის" სიუჟეტი გამაერთიანებელი იდეა გახდა ქართული ოპოზიციისთვის. დღეს რადენიმე პარტიამ მიიღო მონაწილეობა ლეიბორისტების მიერ ინიცირებულ კონსულტაციებში. შეხვედრის შედეგების მიხედვით მიიღეს მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, სადაც თხოვენ ხელისუფლების ქმედებებზე რეაგირებას.

ჟურნალისტების მიერ მოფიქრებული სცენარი დღემდე აღელვებს ქართულ საზოგადოებას. ოპოზიციამ პოლიტიკური სიტუაცია ამ ბოლო სკანდალის რაკურსით განიხილა.

ისინი, ვინც სხდომაზე მივიდნენ, ახლა საქართველოს ყველაზე დაუძინებელ მტრად არა რუსეთს, არამედ ახლანდელ ხელისუფლებას მიიჩნევენ.

ამ შიდა მტრისგან ხალხის გადარჩენისკნენ კოლეგებს ნინო ბურჯანაძემ მოუწოდა. მისი თქმით, ამ მიზნით აუცილებელია გაერთიანება, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა.

ბურჯანაძე ამტკიცებს, რომ დღეს საერთაშორისო არენაზე საქართველო მძიმე მდგომარეობაშია. "ჩვენ უბრალოდ ყველა დაგვცინის. ადრე სააკაშვილს დასცინოდნენ, ახლა კი ირონიით საუბრობენ მთელ ქვეყანაზე",- აღნიშნა მან.

მისი თქმით. ქართველებმა უნდა შეწყვიტონ საერთაშორისო დახმარების იმედით ცხოვრება. "ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. საზოგადოების ყველა წარმომადგენელი ერთხელ და სამუდამოდ ნდა დადგეს ერთად და თავს უშველოს. როდესაც სამშობლო იწვის, წყალია საჭირო ხანძრის ჩასაქრობად. ახლა არ არის ყოყმანის დრო",- განაცხადა ნინ ბურჯანაძემ.

ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რმ მიაღწიოს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს და ქვეყნის ხელისუფლებაში მოიყვანოს პასუხისმგებლობის გრძნობიანი ხელისუფლება, თვლის ექს-სპიკერი.

ლევან გაჩეჩილაძემ სააკაშვილს ავადმყოფი უწოდა. "ჩვენ უნდა ჩამვყალიბდეთ, როგორ უნდა ვებრძოლოთ შიზოფრენიკს",- განუმარტა მან ჟურნალისტებს. ხოლო იმ ტელეკომპანიებს, რომლებიც არანორმალურ რეჟიმს უჭერენ მხარს, მან ბოიკოტი გამოუცხადა.

მსგავსი ოპოზიციური შეხვედრები მომავალშიც ჩატარდება, პირობა დადო ეკა ბესელიამ, ახლახან მან ირაკლი ოქრუაშვილის პარტია დატოვა. ამ კონსულტაციევის მიზანი იქნება ხელისუფლების შეცვლა ყველა შესაძლო მეთოდით. ბესელიას არ ანაღვლერბს ის, რომ გასული წლის გაზაფხულზე პარტიების თანამშრომლობას შედეგი არ გამოუღია. მისი თქმით, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ უნდა გაიაროს ბრძოლის ის გზა, რომელიც არაერთხელ გაიარა, და "თუკი ვინმე დაიღლება, ის დაისვენებს".

ხვალ სედგება პოზიციის კონსოლიდირებული ნახევრის საპროტესტო აქცია, განაცხადა კობა დავითაშვილმა. მიტინგის მონაწილეების პარლამენტის შენობის წინ საარჩევნო კოდექტის გაპროტესტებას აპირებენ. ისინი მოითხოვენ ადგილობრივ არჩევნებზე 50 პროცენტიანი ბარიერის დაწესებას და საარჩევნო კომისიებში პარიტეტის შემოტანას.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100